ეკონომიკის მინისტრი ბიზნესსექტორს რჩევას აძლევს, თუ რომელ სექტორებში ჩადოს ფული…

„ბიზნესს მოვუწოდებთ, მოახდინონ ინვესტიცია განახლებად ენერგიაში, როგორიც არის ქარის, მზის ენერგია, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს, საინვესტიციო კუთხით ბიზნესის რა მიმართულებებია საქართველოში პრიორიტეტული. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო მომსახურება, ასევე მისი თქმით, „ბუმს განიცდის საქართველოში სამშენებლო ინდუსტრია“. ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგიაზე.

„საქართველო გახლავთ წყლით მდიდარი ქვეყანა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80% ჩვენი ელქტროენერგიის წარმოებისა მწვანე ენერგიით გამოიმუშავება, მაგრამ სწრაფად მზარდ ეკონომიკას მივყავართ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამდე. ეს არის გამოწვევა, საჭიროა მეტი ჰიდროენერგოსადგურების აშენება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისთვის და ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალზედ მოხარულები ვართ, რომ დავინახოთ მზარდი ტენდენციები ინვესტიციებისა მცირე და საშუალო განახლებად ენერგიაში და გარდა ჰიდროელექტროსადგურებისა, ასევე მხარს ვუჭერთ დივერსიფიკაციას ჩვენი ენერგოკომბინაციის და ბიზნესებს მოვუწოდებთ, მოახდინონ ინვესტიცია სხვა განახლებად ენერგიაში, როგორიც არის ქარის, მზის ენერგია,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები