LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზეც ოცნებობთ, იმის რეალობაში განხორციელებაც შესაძლებელია – ფორტუნა აკადემია

218
76720795-383084855906815-7807954857104506880-n

ამერიკელმა ბიზნეს მაგნატმა, კინორეჟისორმა და გამხმოვანებელმა უოლტერ ელიას დისნეიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში. მან თავის ძმასთან ერთად დააარსა დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი The Walt Disney Company. 

უოლტ დისნეი ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ნოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. თავის გუნდთან ერთად შექმნა მრავალი გამოგონილი პერსონაჟი, რომელთა შორის: დონალდ დაკი, მიკი მაუსი და სხვ.  ცნობილია, რომ დისნეი მიკის გამხმოვანებელიც იყო.

დისნეის სიცოცხლეში მიღებული აქვს ოთხი ოსკარი, ჯამში კი 22 ოსკარი. მისი სახელი ჰქვია დასასვენებელ პარკებს, მათ შორის დისნეილენდს და უოლდ დისნეის მსოფლიო კურორტს.

გთავაზობთ უოლტ დისნეის ფრაზებს:

1. ჩემი ცხოვრების ყოველი გაჭირვება, დაბრკოლება და ტკივილი, იყო ყველაფერი ის, რის გამოც მე ძლიერ ადამიანად ჩამოვყალიბდი.

2. იოცნებეთ, რაზეც ოცნებობთ, იმის რეალობაში განხორციელებაც შესაძლებელია.

3.გენიოსებს ჩემს სტუდიაში შემოსვლა კატეგორიულად ეკრძალებად.

4. თქვენ ყველაზე უბედური ადამიანი იქნებით, თუკი წიგნებსა და ლექსებს არ წაიკითხავთ.

5. მე არ ვქმნი ფილმებს, რომ ფული გამოვიმუშაო, მე გამოვიმუშავებ ფულს, რათა შევქმნა ფილმები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები