LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ საქმდებიან ადამიანები და რა პრეტენზიები აქვს ბიზნესს?

148

ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ქვეყანაში მთავარი პრობლემა დასაქმების მსურველთა კვალიფიკაციაა.  დასაქმების სააგენტოების ცნობით, ბიზნესს თავისი მოთხოვნები აქვს, სამუშაოს მაძიებელს კი – თავისი.

რატომ არ ზრუნავს ბიზნესი დასაქმებულთა  კვალიფიკაციაზე და როგორია უმუშევართა მოთხოვნები – ამ თემებზე  რადიო ”ფორტუნას”  პირდაპირ ეთერში hr.ge-ის დირექტორმა, ნოდარ შურღაიამ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, კვლევის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასაქმების  ბაზრის მხრიდან კომპანიების მოთხოვნები არ კმაყოფილდება – კომპანიებს აქვთ სპეციფიკური მოთხოვნები სამუშაოს მაძიებელთა მიმართ, შრომის ბაზარზე კი კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

კითხავზე კომპანიებს აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება ადგილობრივ შრომით ბაზარს, თუ მთავარი პრობლემა კვალიფიკაციაა, შურღაია პასუხობს, რომ პრობლემა ორივე მხარეს არსებობს.  როგორც hr.ge-ის დირექტორი განმარტავს,  ბიზნესი ყოველთვის ითხოვს იმას, რაც სჭირდება.

”ყველაზე დიდი პრობლემა ვფიქრობთ, არის არა ტექნიკური განათლება, არამედ ზოგადად დამოკიდებულება სამსახურის მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით კომპანიებს. ისინი  არიან უკმაყოფილონი კადრების არასერიოზული დამოკიდებულებით სამუშაოს მიმართ”, – აღნიშნა ნოდარ შურღაიამ.

მისივე თქმით, ბიზნესი უნდა იყოს ჩართული დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებაში და არის კიდევაც ჩართული. ”კადრის პოზიციასთან იდეალური თავსებადობა არასდროს არ არსებობს. შესაბამისად, ბევრ რაღაცას ადამიანი ადგილზე სწავლობს. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ კერძო სექტორი არ არის ჩართული დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებაში.  კომერციული სექტორი ზრუნავს იმ დონეზე, რა დონეზეც  შეუძლია”, – განუცხადა ”ფორტუნას” hr.ge-ის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, დასაქმების კუთხით ზაფხული  პასიური პერიოდია, ამიტომ ბაზრის გამოცოცხლებას hr.ge-ში  20-25 აგვისტოდან ელიან. ამ ეტაპზე კი ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები