დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ეკლესიის ალენ დელონი უწოდეს. შედარების ავტორი ბასილ კობახიძეა, რომელმაც ეკლესია 2006 წელს დატოვა.

„ალენ დელონი ეკლესიისა ჩვენისა, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე ეგრისელი, აცხადებს: „წუხელ, როცა სამებაში შემობრძანებული ლამის საუკუნეს მიღწეული პატრიარქი ვნახე, მივხვდი, რომ ვერც ერთი ვირუსი მოგვერევა!.. მორჩა… წერტილი არა, ქვის წერტილი!“ – დაწერა ბასილ კობახიძემ სოციალურ ქსელში.

კობახიძეს დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა.

„მამა ბასილ, ბატონო ბასილ, უბრალოდ, ბასილ თუ როგორც არის, სულ ვცდილობ, გული ყველას მიმართ სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით, ჰუმანიზმით მქონდეს სავსე, ვიდრე გულღრძოობით, სიძულვილით და აგრესიიით…

ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე თვალი არასდროს დამიხუჭავს, არც მომავალში ვაპირებ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით აქ, საჯარო სივრცეში არა, იქ ვსაუბრობ, სადაც იქნებ მეტი შედეგი გამოიღოს… არც ფანატიზმში ვარ და მით უფრო, არც არავის პიროვნებას ვაკულტებ, მხოლოდ პატივისცემის გამოვლენას ვცდილობ!..

უამრავი ტკივილის, გაუგებრობის მიუხედავად მიყვარს, მწამს ჩემი ქვეყანა და ეკლესია!.. მე თქვენც მიყვარხართ, თქვენი კარგი თვისებების გამო, თუმცა უამრავ რამეში არ გეთანხმებით!.. ქრისტე აღდგა!..” – წერს პეტრე კოლხი.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები