LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უთვალთვალებს თეა წულიკიანი ნინო ლომჯარიას: ომბუდსმენს საქმე სტრასბურგში მიაქვს

159
BeFunky-collage (33)

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 23 იანვარს, მისი ციხეში შესვლის ინფორმაციის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია. სახალხო დამცველის აზრით, ეს არის უპრეცენდენტო და სამარცხვინო შემთხვევა.

„არ ვიცი, რატომ დაკარგა იუსტიციის მინისტრმა სახე და რატომ სჩადის დანაშაულს“, – აღნიშნა ლომჯარიამ  “ტვ პირველის” ეთერში. მისივე განმარტებით სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ნებისმიერი ზემოქმედება არის დასჯადი და ამით თეა წულუკიანმა დაარღვია ორგანული კანონი.

პატიმარი სახეში აყრის, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს: იუსტიციის სამინისტრო საპატიმროში გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს (ვიდეო)

“პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ჩემი შეხვედრის დეტალების შესახებ. ვფიქრობ, რომ მომხდარი არის დანაშაული სახალხო დამცველის წინააღმდეგ; დარღვეული არის ორგანული კანონის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის თვალთვალს და მიყურადებას პატიმრებთან შეხვედრის დროს. სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ნებისმიერი ზემოქმედება არის დასჯადი. ვფიქრობ, რომ ეს არის თემა და ეს უნდა იყოს განსახილველი საკითხი“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი მინისტრის სისხლის სამართლის საქმის დაყენებას აპირებს და მიაჩნია, რომ ეს წულუკიანისგან ობუდსმენის ინსტიტუტზე მორიგი თავდასხმა იყო. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თეა წულუკიანი აგრძელებს მის თვალთვალს. სახალხო დამცველი მომავალ კვირას სტრასბურგში გეგმავს გამგზავრებას, სადაც აღნიშნულ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

თეა წულუკიანს სახალხო დამცველი უჩივის

შეგახსენებთ, რომ გუშინ,  23 იანვარს, პენიტენციურმა სამსახურმა ომბუდსმენის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა:

“N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტი დასრულდა.  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.
დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”, – წერია განცხადებაში, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები