LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა უყუროთ მთავარს? – ნიკა გვარამია ისევ ეთერში ჯდება

962
page

რატომ მთავარი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ვიდეომიმართვაში ცდილობს. ამისთვის ის სამ მიზეზს ასახელებს.

9 სექტემბერს, 9 საათზე, საინფორმაციო გამოშვების ეთერში პირველად გასვლის შემდეგ, ეკრანებზე ეკა კვესიტაძე და ნიკა გვარამია ერთად გამოჩნდებიან, თუმცა მათი წინა გადაცემისგან განსხვავებით, ნიკა გვარამია პირობას დებს, რომ ეთერში მუდმივად პიჯაკით იჯდება და არ შეიგინება. 

,,მთავარი არხის'' სამზადისი ეთერამდე: ,,გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ''

,,როგორი ადრენალინი ქონია ახლის შენებას. იმდენად დიდი რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა“

“პირველი იმიტომ, რომ უსამართლოდ წაგვართვეს “რუსთავი 2” და არ მიყვარს უსამართლობა, და გუნდს რომელიც აქ არის არ უყვარს უსამართლობა

  • მეორე – არასდროს ვაგებ როცა მაქვს მორალური უპირატესობა, პირიქით. და მოვიგებ ახლაც. იმიტომ რომ მთავარი ჟურნალისტები უნდა აკეთებენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და მთავარ კონტენტს უნდა ქმნიდნენ და ამიტომაც იქმნება ის ადგილი, სადაც ისინი ამას გააკეთებენ.
  • რატომ მთავარი? იმიტომ, რომ თქვენ ითხოვთ ამას და მე ცოტა მეშინია თქვენი მოლოდინების, ამხელა მოლოდინების და იმედი მაქვს არ გაგიცრუებთ.
  • იმიტომ მთავარი, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ჩვენ ვიქნებით ერთად და ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას.

მოკლედ 9-ში, 9 საათზე ვიწყებთ და პირველი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, მე და ეკა კვესიტაძე ვიქნებით კანონების დარღვევით ეთერში. მე ვიქნები ამ პიჯაკით და ზოგადად, ვაპირებ ვიყო პიჯაკებით და არ ვიგინო, იმიტომ რომ ასე მთხოვა ჩემმა გუნდმა და მე მათ გამო ვარ აქ,” – ამბობს ნიკა გვარამია ვიდეომიმართვაში.

ამავე თემაზე: „მთავარმა არხმა“ პოლიტიკური გადაცემების განთავსების უფლება მიიღო

,,9-ში, 9 საათზე ეთერში უნდა ვიყოთ, სხვა გზა არაა, ბოდიში მაყურებელს, თავიდან ალბათ,ბევრი ტექნიკური წუნი იქნება …”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები