LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შექმნა საცობი თბილისში რეაქტიულ თვითმფრინავის გადაყვანამ (ვიდეო)

236
Capture

თბილისში, რეაქტიული თვითმფრინავის გადაზიდვამ საცობი შექმნა. როგორც “თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა ტარიელ ჩიჩუამ “ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა, გზაზე, რომელსაც წლების წინ თვითმფრინავების გადასაზიდად იყენებდნენ, ხეებია დარგული, რამაც თვითმფრინავის გადატანას პრობლემები შეუქმნა.

“მე ვარ იმ კომპანიის დირექტორი, რომელსაც გადაყავდა ეს თვითმფრინავი. საცობი, გამოიწვია იმან, რომ ის გზა, რომელიც ისტორიულად იყო განკუთვნილი საავიაციო ქარხნიდან ნაკეთობების აეროპორტში გადატანაზე, გამოყოფილია სხვა დანიშნულებისთვის. დარგულია ხეები. თვითმფრინავები ხშირად არ გადაიზიდება ხოლმე. მოვედით ახალი მენეჯმენტი, შესაბამისად, შეკვეთებიც მივიღეთ და დადგა დრო, როცა თვითმფრინავი გვყავდა გადასაყვანი. ეს პატარა თვითმფრინავია, თუმცა არა როგორც მანქანა,” – აღნიშნა ტარიელ ჩიჩუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები