LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოაბრუნეს ჩხენკელი: პრემიერ მინისტრმა ახალი მრჩეველი და ბიზნესომბუდსმენი დანიშნა

206
1569820253-1568874143-1568372089-გიორგი-გახარია-მთავრობის-სხდომა-3

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომა, განათლების მინისტრის მეორედ დანიშვნის აუცილებლობიდ დაიწყო და აღნიშნა, რომ მიხეილ ჩხენკელი მინისტრობის პერიოდში და ასევე მას შემდეგაც, აქტიურად იყო ჩართული უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებში. გიორგი გახარიას განმარტებით, ჩხენკელი წარმატებით გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარეობს. პრემიერმა განათლების მინისტრს რჩევა მისცა და აღნიშნა, რომ მეტი ყურადღება პროფესიულ განათლებას დაუთმოს.

“მან ზუსტად და ზედმიწევნით იცის თუ რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, სხვა ღირსებებთან ერთად, მიხეილი შესძლებს სწრაფად და დროის დაუკარგავად, განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს უაღრესად წარმატებულად” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა საპენსიო ასაკის პედაგოგების მიმართ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, რომელშიც 6 450-მდე პედაგოგი მონაწილეობდა, წარმატებით დასრულდა.
“ღირსეული საპენსიო გაცილების” პროგრამაში მონაწილეობის მეორე ეტაპი კი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აქართველოში ყველა რეფორმა წარმატებით ხორციელდება – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერის განცხადებით, მთავრობის გუნდს, კიდევ ორი წევრი შეემატა. გიორგი გახარიას მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით იქნება ლელა აქიაშვილი, ხოლო ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას მიხეილ დაუშვილი დაიკავებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებებს დაიცავს ლელა აქიაშვილი, რომელიც  წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის – გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.

რაც შეეხება მიხეილ დაუშვილს, მან პოსტზე ირაკლი ლექვინაძე შეცვალა. მიხეილ დაუშვილი მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან დღემდე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გიორგი გახარია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერენ და იმედოვნებს, რომ დეპუტატების უმრავლესობა დღეს კენჭისყრაზე გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები