LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მიხდის მადლობას? – ზელენსკი ამბობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს

160
zelenski133324

ურკაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რაიმე პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ currenttime.tv-სთან განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა და უკავშირდება თუ არა ეს საერთო პოლიტიკურ გეგმებს.

“პოლიტიკური გეგმები არ არსებობს. გეგმა იყო ძალიან მარტივი, ადამიანური: მე ვუთხარი პრესას, რომ მას პასპორტი ჩამოართვეს უკანონოდ და სწორედ ამიტომ დავუბრუნე. სულ ეს არის,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, შეხვდა თუ არა ის სააკაშვილს.

“მწერდა, მადლობის ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის მწერდა WhatsApp-ზეც. თუმცა, რატომ მიხდის მადლობას? მე ჩემი საქმე გავაკეთე, შევასრულე ჩემი დაპირება. ძალიან ცოტა დაპირებებს გავცემ, მაგრამ მინდა ისინი შევასრულო,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვეს, ის უკრაინაში 2019 წლის მაისის ბოლოს დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები