LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვაბედნიერებს მოგზაურობა – ფსიქოლოგები მოგზაურობის სასიამოვნო განცდის 8 მიზეზს ასახელებენ

1299
trval

რა თქმა უნდა, მოგზაურობა ყოველთვის პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება და ყველას ბედნიერების საკუთარი მიზეზი აქვს, თუმცა ფსიქოლოგები აბსოლუტურად განსხვავებულად ხსნიან მოგზაურობის სასიამოვნო განცდას.

თვითრწმენა – დეტალურად დაგეგმილი მოგზაურობის შემთხვევაშიც არავინაა დაზღვეული სასიამოვნო ან ნაკლებად სასიამოვნო სიურპრიზებისგან, რომელთა დაძლევა უცნობ გარემოში, განსაკუთრებით აძლიერებს ჩვენს თვითრწმენას.

ახალი მეგობრები – რა თქმა უნდა, ახალი მეგობრების შეძენა მოგზაურობის დროს უფრო მარტივია, ვიდრე სახლიდან სამსახურამდე კარგად ნაცნობი მარშრუტით, ერთიდაიმავე ადამიანების კომპანიაში მგზავრობისას. სხვათაშორის, ბევრმა სწორედ მოგზაურობის დროს მიაგნო იმ „ერთადრეთს და განუმეორებს“, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა.

პოზიტიური ემოციები – უცნობ გარემოში აღმოჩენილს, ნებისმიერი პოზიტიურად განწყობილი ადამიანი მეგობრად გვეჩვენება, ამიტომ ერთ-ორად სასიამოვნოა, როცა უცხო ქალაქში ადგილობრივები გვიღიმიან და უსასყიდლოდ გვთავაზობენ მეგზურობას.

ახლობლების დაფასება – ჩვეული გარემოსა და ახლობლებისგან შორს, ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებთ  მეგობრებს, ოჯახის წევრებს და სწორედ მოგზაურობისას ვსწავლობთ მათ დაფასებას, სახლში დაბუნებულებს კი, განსაკუთრებით გვახარებს მათთან შეხვედრა.

გამოცდილება – მნიშვნელობა არ აქვს სად და რა მიზნით ვმოგზაურობთ, რადგან ნებისმიერი ვოიაჟი ახალი შთაბეჭდილებებით და იმ გამოცდილებით გვავსებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.

გაჯეტებისგან დასვენება – მართალია, ბევრი სწორედ სოციალურ ქსელში თავის მოსაწონებლად აწყობს მოგზაურობას, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მართლა ისვენებს ვირტუალური ნაცნობებისგან და ტურისტული ღირსშსანიშნაობების ფონზე პოზირების  ნაცვლათ გულწრფელად ცდილობს ახალი ქვეყნის თუ ქალაქის გაცნობას.

საკუთარ თავთან მარტო დარჩენა – მოგზაურობა საუკეთესო შანსია საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგის გამართვისა და იმ შეცდომებზე დასაფიქრებლად, რომელთაც დიდხანს გაურბოდით.

ახალი შთაბეჭდილებები – მოგზაურობისას მიღებული სასიამოვნო შთაბეჭდილებები, დროთა განმავლობაში სწორედ იმ მოგონებად იქცევა, რომელიც უხასიათობის დროს  გვამხნევებს და არ გვაძლევს უსიამოვნებებს დანებების საშუალებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები