LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაიფიქრა კეზერაშვილმა „ევროპული საქართველოს“ დაფინანსება: სად ვიხილავთ პარტიიდან წასულებს

385
FORTUNA.GE (80)

გასულ კვირას „ევროპულ საქართველოში“ დიდი ცვლილებები ვიხილეთ. პარტიიდან წავიდა რამდენიმე ლიდერი. დავით ბაქრაძემ თქვა, რომ აღარ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე.

გიგი უგულავას აღარ უნდა, პარტიის გენერალური მდივანი რომ იყოს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ასპარეზს უთმობს ახალ თაობას.

რა ლამაზი „განახლების გეგმა“ დადებულა კიევში, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტს.

„პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ ვითარებაში“, – ამბობს ბოკერია. 

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, სად შეიძლება ვიხილოთ პარტიიდან წასული პოლიტიკოსები. ამ თემებზე „ფორტუნა“ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

 

დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს

"ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, მუდმივ განახლებას და მე მინდა ამის ნაწილი ვიყო"

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის დაფინასება აღარ სურს დავით კეზერაშვილს, როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა გადაწყვეტილება?

„მთავარი მიზეზი, რატომაც  „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკოსები ტოვებენ, მათი რეიტინგი და შედეგია, რომელიც ბოლო არჩევნებზე პარტიამ აჩვენა.

2016 წელს მათ გაცილებით მეტი ამომრჩეველი უჭერდა მხარს.

 

მაგრამ ასპარეზზე გამოჩნდა, „გირჩი“, „ლელო“  და „სტრატგია აღმაშენებელი“ და  მათ აიღეს „ევროპული საქართველოს“ ხმები. შესაბამისად ხელისუფლებაზე განაწყენებული ამომრჩევლების ხმები ამ სამ პარტიაზე გადანაწილდა.

დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ აღარ უნდა დავით კეზერაშვილს ამ გუნდის  დაფინანსება. მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და ფაქტობრივად პარტია რჩება უფუქნქციოდ. ის არც საპარლამენტო უმრავლესობაა და პარტიას რეიტინგიც არ აქვს“, – ამბობს ექსპერტი.

რატომ დატოვეს გიგა ბოკერია მარტო?

„შესაძლოა ამის მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა იყოს.  შესაძლოა, დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა ფიქრობენ, რომ ასეთი რეიტინგის პირობებში პარტიამ თვითლიკვიდაცია უნდა მოახდინოს.

ფაქტია, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს“, – ამბობს ექსპერტი.

სად შეიძლება ვიხილოთ პარტიიდან წასული პოლიტიკოსები

„თუ ისინი პოლიტიკიდანა არ წავლენ, შესაძლოა გაერთიანდნენ „ლელოში“, ან „სტრატეგია აღმაშენებელში“,  შეიძლება შემთხვევითი არ იყო, რომ გიგი უგულავა შეხვდა მიხეილ სააკაშვუილს. შესაძლოა „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ლიდერი კვლავ „ნაციონალური მოძრაობაში“ ვიხილოთ. გამორიცხული არაფერი არაა.

არც ისაა გამორიცხული, რომ მარტო დარჩენილმა ბოკერიამ, იმისთვის, რომ გადაარჩინოს პარტია, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „ლელოსთან“ ერთად რაიმე ბლოკი შექმნან. თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების წინ. ამის შესაძლებლობა დიდია, მით უფრო, რომ „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოს“ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გააჩნიათ“. – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა არა შიდა დაპირისპირება: “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ განახლებასთან დაკავშირებით საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება 

 

როგორ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკურ ამინდს ნიკა მელიას გარშემო განვითარებული მოვლენები.

„ამ შემთხვევაში შესაძლოა, თვით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადალაგდეს სიტუაცია.

ღმერთმა ნუ ქნას და თუ მოხდა ისე, რომ ნიკა მელია დაიჭირეს, პარტია არ დაშლება. მით უფრო რომ პარტიას 12 ახალი წევრი ჰყავს. ლიდერის ამბიცია, კი რამდენიმეს შეიძლება გაუჩნდეს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მათგანი იქნება,  სალომე სამადაშვილი.

„ის აშკარად ზემოდან იყურება გუნდში, გამარჯობის თქმა არ იცის. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, პოლიტიკოსი რომელიც ზემოდან იყურება, დემოკრატი ლიდერი იყოს“, – ამბობს ექსპერტი.

 

რატომ დატოვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო“