LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაიდო ილონ მასკის ისტორიული გაფრენა

183
ილონ22

ილონ მასკის SpaceX-ის ისტორიული პილოტირებული გაფრენა, უამინდობის გამო, 30 მაისისთვის გადაიდო.

ფრენა 9 წლის განმავლობაში იგეგმებოდა და თბილისის დროით 27 მაისს 23:33 საათზე იყო დაგეგმილი.

ილონ მასკის SpaceX-ის და NASA-ს ერთობლივი პროექტი 2 ამერიკელი ასტრონავტის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას და რამდენიმე სხვა ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნებას ითვალისწინებს.

2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია. ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთს გადაუხადა.

SpaceX launch postponed due to poor weather - Los Angeles Times

გაფრენას პირდაპირ ეთერში ათასობით ადამიანი ელოდებოდა. თუმცა, გადაწყვეტილება გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები