ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე, ჩვენდა გასაოცრად, ყოველ დილას 4 საათზე დგება. მიზეზიც საკმაოდ საინტერესოა, მას ახალი ადგილი აქვს ამოჩემებული, სადაც სეირნობს და სხვებსაც ურჩევს, ამ წამოწყებაში აჰყვნენ.

„მტკვარზე სეირნობის ამბავი ხომ მოგიყევით? ჰოდა, ახალი ადგილი და ახალი სიტუაცია ამოვიჩემე <3 მოკლედ ყოველ დილით 4 საათზე ვდგები და ვიწყებ კონიაკის დასახლებაში სეირნობას… რომ შევხვდე მზის ამოსვლას… არ იცით, რამხელა ბედნიერებაა.. ოდნავ მაინც სუსხია, მაგრამ მაინც სასიამოვნო… მუსიკაც გამოვცვალე:) აი, ეს ყველაფერი ხომ წარმოიდგინეთ…

ჰოდა, მუსიკა…. ბამბოლეიოოო ბამბოლეია დანა ნან ნინა ნა ნან ნოოო, ბამბოლეიოოოოო ბამბოლეია ჰიტიკირი რი რი რაროოო…. ფანტასტიკა <3 სცადეთ ხვალიდან ჩემთან ერთად…“

მსგავსი თემები