საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, მომდევნო კვირისთვის გარკვეული სტანდარტები უკვე გვექნება.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შემდგომში არ შეიქმნას ის რისკები, რის შედეგად მთავრობა შეიძლება იძულებული გახდეს, დააწესოს საგანგებო მდგომარეობა და დავბრუნდეთ ისევ იმ სტატუსზე, რომელიც გქვონდა მარტის თვეში.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტაქსებთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს და ეს ეხება როგორც მგზავრებს, ასევე მძღოლებს.

„მძღოლი ძალიან ხშირად იცვლის მგზავრებს და სწორედ პრევენციიდან გამომდინარე ჩვენ 3 ადამიანზე მეტი ადამიანის გადაყვანის შეზღუდვა ძალაში დავტოვეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება და ძალაში მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა რჩება.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05