LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დამალეს რუსულ ტელევიზიაში ნუცა ბუზალაძე და როგორ მოხვდა ალბანეთში საერთაშორისო ფესტივალზე

29874
nucabuzaladze2245

ნუცა ბუზალაძეს პანდემია აშკარად არ აშინებს. ის ახლახან მეორედ გახდა რუსული მუსიკალური შოუს „ყველა ერთად“ მონაწილე და ჟიურის ასივე წევრის ქულები დაიმსახურა.

გარდა ამისა, მომღერალი ახლახან ალბანეთში იმყოფებოდა, სადაც საერტაშორისო ფესტივალის მონაწილე გახდა და პროფესიონალების გუნდთან ერთად იმუშავა. ნუცამ ფესტივალზე მიშო სულუხიას დაწერილი სიმღერა შეასრულა. ალბანეთში კიდევ დაბრუნდება საინტერსო გეგმების განსახორციელებლად, რომელთა შესახებაც fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა.

ნუცა, რატომ გადაწყვიტე რუსულ მუსიკალურ შოუში „ყველა ერთად“ მეორედ მონაწილეობა?

ნუცა ბუზალაძე:

რუსული მუსიკალური პროექტიდან დამიკავშირდა პროდიუსერი და მითხრა, რომ მთავარი პროდიუსერის დავალებით, დაუშვეს პრეცედენტი ჩემთვის და ხელმეორედ შეძლებ პროექტში მონაწილეობასო. ეს არსად ხდება. სხვა მონაწილეებს არ შეუძლიათ, რომ პროექტში დაბრუნდნენ. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ ასეთი პრეცედენტი დაუშვეს ჩემთვის. სხვათა შორის, ეგრევე არ მიმიღია გადაწყვეტილება. ვიფქრობდი და მეშინოდა, რომ უსამართლოდ მომექცეოდნენ. ახლა რომ გამოვიდე, რა გავაკეთო ისეთი, რომ ასი ადამიანი აღვაფრთოვანო-მეთქი. ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს, ჟანრიც განსხვავებულია, ზოგი მომღერალია, ზოგი – პროდიუსერი. ვნერვიულობდი…

იმის გამო, რომ ჩემი თავის ძალიან მჯერა და ვიცოდი, რომ რაღაცას ისეთს გავაკეთებდი, რითაც ჟიურისა და მაყურებელს აღვაფრთოვანებდი, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. წინა სეზონზე პროექტს კორონა დაემთხვა და ახლა უკვე ასმაგად დამიბრუნდა შესაძლებლობები, უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შემიძლია და უკვე ვაკეთებ კიდეც.

სიმღერა როგორ შეარჩიეთ?

პროდიუსერებმა ძალიან ბევრი იფიქრეს, რა უნდა მემღერა, რომ მაგალითად, Creep-ზე მაგარი ყოფილიყო. უიტნი ჰიუსტონის სიმღერა შემირჩიეს. ისე მოვირგე, რომ თავი კომფორტულად  მეგრძნო და დავთანხმდი მის შესრულებას.

შენი ჩაცმულობა დათუნა სულიკაშვილის დამსახურებაა?

რაც შეეხება სამოსს, დათუნა სულიკაშვილი ძალიან იყო ჩართული და მონდომებული, სასწაული კოსტიუმი შემიკერა, მთელი სტუდია და ტელევიზია ლაპარაკობდა ჩემს ჩაცმულობაზე, ისევე, როგორც წინა სეზონზე გავაკვირვე სასიამოვნოდ ყველა. დათუნამ ზუსტად ისეთი კოსტიუმი შემიკერა, როგორიც ამ შოუს სჭირდებოდა და მადლობა მას ამისთვის.

ჟიურის წევრებმა, როგორც კი გამოხვედი, აშკარად გამოხატეს დიდი სიმპათია შენ მიმართ. გესმოდა, რას ლაპარაკობდნენ და როგორ გაფასებდნენ?

ტელევიზიაში დამალული ვიყავი და არ მაჩენდნენ, სადღაც მეოთხე სართულზე ვიყავი შემალული, რომ არავის გაეგო ჩემი ხმა. იცის ყველამ, რომ ყველაზე აქტიური ვარ და მითხრეს, რომ არავის უნდა დავენახე. სიურპრიზი ვიყავი თავიდან ბოლომდე. ვიცოდით, რომ ასეთი რეაქცია ექნებოდათ ჟიურის წევრებს. ვფიქრობ, სიურპრიზი გამოვიდა. მესმოდა ყვირილი, როცა სცენაზე დამინახეს, ბევრი ადამიანი წამოდგა ფეხზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ისევ ვიდექი ამ სცენაზე.

რა თქმა უნდა, სანერვიულო იყო, რომ გამემართლებინა ის იმედები და მოლოდინები, რაც ჩემ მიმართ ჰქონდათ და არ უნდა ყოფილიყო იმაზე ნაკლები, ვიდრე წინა გამოსვლა. ვფიქრობ, Creep-ზე არანაკლებად შევასრულე ეს სიმღერაც.

ნუცა, ალბანეთიდან რომ გააზიარე ფოტოები, ძალიან დავიბენით… აღმოჩნდა, რომ იქაც მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობ.

რაც შეეხება ფესტივალს ალბანეთში, „ევროვიზიისნაირი“ ხარისხი აქვთ ფროდაქშენის, ძალიან მაღალი ხარისხის გადაღებაა, პროფესიონალები მუშაობენ. კმაყოფილი ვარ და ბედნიერი, რომ ეს ადამიანები გავიცანი, ალბანეთში ჩასვლის დღიდან თავი საერთაშორისო დონის ვარსკვლავად მაგრძნობინეს. ისეთი გადაცემები მომიწყვეს, ისე იმუშავეს ერთ გამოსვლაზე, რომ ბედნიერი ვარ ამ ფესტივალზე მონაწილეობით. ეს გამოსვლა ეთერში გავა ერთ კვირაში. მიშო სულუხიას სიმღერა გავიტანე, რომელიც დაწერისთანავე მე მაჩუქა, რადგან მითხრა, შენ გარდა ვერავინ იმღერებსო. ჩავთვალე სწორად, რომ ამ ფესტივალს ძალიან მოუხდებოდა.

ამ ფესტივალზე ცალ-ცალკე გამოდიან დამწყები ახალი არტისტები და უკვე შემდგარი არტისტები. მე შემდგარი არტისტის კატეგორიაში მიმიწვიეს.

შეიძლება ითქვას, რომ კლიპი გადამიღეს, მაისის ბოლოს გაიმართება გრანდფინალი, სადაც ისევ გავემგზავრები.

ძალიან წარმატებული გამოსვლა მქონდა. გარდა ამისა, გავიცანი ალბანეთში ყველაზე წარმატებული პროდიუსერი, რომელიც ამ ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ და ასევე ყველაზე პოპულარული მომღერალი, რომელთან ერთადაც დუეტის ჩაწერას ვგეგმავ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები