LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ მათ ძილის გაუმჯობესებაში – პედიატრის რეკომენტაციები

2385
Tamar Obgaidze 678

პედიატრი და მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე მშობლებისთვის მეტად საინტერესო თემაზე აქვეყნებს ბლოგს. რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ მათ ძილის გაუმჯობესებაში.

გთავაზობთ ექიმის პოსტს ამ თემაზე:

იცით,რატომ არ უნდათ პატარებს დაძინება?

იმიტომ, რომ ისინი ძილს აღიქვამენ, როგორც საყვარელ ადამიანებთან , ნაცნობ სიტუაციასთან განშორებას, ამიტომაც ცდილობენ, როგორმე გაახანგრძლივონ ჩაძინების პერიოდი, ითხოვენ კიდევ ერთ ზღაპარს, კიდევ ერთ კოცნას.

აი, როგორ უნდა დავეხმაროთ პატარას ძილის გაუმჯობესებაში:

ძილის მოახლოებისას უპირატესობა რელაქსაციური ტიპის თამაშებს მიანიჭეთ. აქტიური თამაში ბავშვს აფხიზლებს, აგზნებს.

არ დააძინოთ ბავშვი მშიერი, მაგრამ ნურც ახლადნაჭამს დააწვენთ-სავსე კუჭი დიაფრაგმას მიაწვება და ძილს დაარღვევს.

ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ძილის რუტინის ჩამოყალიბება.ეს არის ერთიდაიგივე ქმედებების ერთობლიობა, რასაც საბოლოოდ ძილი უნდა მოჰყვეს. ეს მოქმედებები დაძინებამდე 20-30 წთ-ით ადრე ერთიდაიგივე თანამიმდევრობით უნდა განახორციელოთ. მაგალითად, თბილი შხაპი ან აბაზანა, საღამურის ჩაცმა, ზღაპრის მოყოლა. გახსოვდეთ, რომ რუტინა არ უნდა დაარღვიოთ. ძილის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება.

თუ სტუმრიანი და მხიარული საღამოს ან ფილმის, ამგზნები თამაშის შემდეგ ბავშვის დაძინებას ეცდებით, ეს რთული იქნება. მისი პაწაწინა ტვინი და ფსიქიკა დამშვიდებას დიდ დროს მოანდომებს.

ერთი წლის ასაკის ზემოთ ბავშვს ნება დართეთ საყვარელ სათამაშოსთან ერთად დაიძინოს.
საწოლში ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როცა ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში

საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა. ძილის წინ ის აუცილებლად გაანიავეთ. საჭიროა სიმშვიდე და სუსტი შუქი.

გაიტანეთ ბავშვის საძინებელიდან ტელევიზორი და კომპიუტერი.

მოარიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს- ყავას, მაგარ ჩაის, შავ შოკოლადს, მატონიზირებელ სასმელებს.

თუ თქვენი ყველა ცდა ამაოა, ნიშნავს, რომ ექიმს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!???

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები