LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ატარებს პრინცესა შარლოტა ერთნაირ კაბებს

312

უფროსი ძმისგან – ჯორჯისგან განსხვავებით, სამი წლის შარლოტა ვერ მოხვდა ბრიტანეთის ყველაზე მოდურად ჩაცმული ადამიანების 2018 წლის ნუსხაში, რაც არცაა გასაკვირი, რადგან პრინცესა ყოველთვის პასტელის ფერების, ერთი სტილის კაბებით ჩნდება საზოგადოების წინაშე.

ასეთივე სტილის კაბებს აცმევდნენ ბავშვობაში პრინცესა ბეატრისს და ევგენიას, მანამდე კი, პრინცესა ანნას, მარგარეტსა და ლილბეტს. როგორც ჩანს, მოდა გოგონებისთვის სამეფო ოჯახში საუკუნეების მანძილზე არ იცვლება. „მართალია, შარვლის ჩაცმა არასდროს იკრძალებოდა სამოფეო ოჯახში, მაგრამ ოფიციალურ ან საზეიმო ღონისძიებებზე – ოჯახური პორტრეტების გადასაღებად, ბუკინგემის სასახლის აივანზე ოფიციალური გამოსვლისთვის ან აღლუმის Trooping the Colour დროს,  უპირატესობას მაინც ყოველთვის კაბას ანიჭებენ“, – აღნიშნავს ბლოგის Royal Musings ავტორი მარლენ კენიგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები