LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის Nasa–ს კოსმოსური კოსტიუმი თეთრი ფერის

314
nasa2021

ნილ არმსტრონგს, ედ უაიტს და თანამედროვე ასტრონავტებს რა აქვთ საერთო? ყველა მათგანი თეთრ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. გარდა ამერიკის კოსმოსური სააგენტოსი, კოსმოსური პროგრამები რუსეთსა თუ ჩინეთში მხოლოდ თეთრ ფერთანაა დაკავშირებული. არანაირი დროშის ფერები, უპირატესობა მხოლოდ თეთრ ფერს ენიჭება. სადა და ტრადიციულ თეთრ ფერს. ამ ფერმა უამრავი ასტრონავტის სიცოცხლე გადაარჩინა.

Nasa–ს ყოველთვის თეთრი კოსტიუმები არ ქონია. სულ პირველი პროექტის Mercury ასტრონავტები ვერცხლისფერ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი, თუმცა რეალურად კოსმოსში გასვლა არც ერთ მათგანს არ მოუხდა.

თეთრის ფერის საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ ღია კოსმოსში ჩაცმული სამოსი მაქსიმალურად არეკვლადი უნდა იყოს. ყველაზე მეტად კი სინათლეს არა ვერცხლისფერი, არამედ თეთრი ფერი ირეკლავს.

ქეთლინ ეს ლიუისი („ნასას“ საერთაშორისო პროგრამების კურატორი): „თეთრი ფერი ღია კოსმოსში რადიაციას ყველაზე უკეთ ირეკლავს.“

დედამიწას ატმოსფერო მზის რადიაციის 77%–ისგან იცავს. კომსოსში კი ასტრონავტებს ასეთი ფარი არ აქვთ, რაც მათ სერიოზულ საფრთხეს უქმნის, იქნება ეს მესამე ხარისხის დამწვრობა თუ კიბოს გაჩენის რისკები. ასე რომ რადიაციის მაქსიმალურად შესამცირებლად ისინი თეთრ ფერს ატარებენ. მაგალითისთვის, ღია ფერში შეღებილ ოთახში სიგრილის შენარჩუნება უფრო მარტივია, ვიდრე მუქის ფერის ნაგებობაში, რადგა ღია ფერი სიცხის 35%–ს შთანთქავს.

ქეთლინ ეს ლიუისი: „კოსმონავტების უსაფრთხოებისთვის თეთრი მართლაც იდეალური ფერია. ასე რომ თუკი ღია კოსმოსში გასვლას გეგმავთ, თეთრი ფერის მაგიური ძალა არ უნდა დაივიწყოთ.“

აღსანიშნავია, რომ თეთრი ფერის კოსტიუმის გარდა ასტრონავტთა გარდერობში ნარინჯისფერი კოსტიუმიც იყო ხოლმე. ეს კოსტიუმი უკვე დედამიწაზე დაბრუნებისას გამოიყენებოდა, რადგან ოკეანესა და ცას საუკეთესოდ ირეკლავდა და კოსმონავტის პოვნა ბევრად უფრო მარტივი ხდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ წარსულში და თანამედროვე რეალობაში ასტრონავტის საპოვნელად უამრავი საშუალება არსებობს, მაგალითად GPS, ამიტომ კოსტიუმის ფერის შერჩევისას მათ ბევრად უფრო ფართო არჩევანი აქვთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები