LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის განცდა, რომ თავის მართლების რეჟიმში ვართ – ზალკალიანის “მინისტრის საათმა” ხმაურის ფონზე ჩაიარა

111
72744465-139074920792212-4894290382558330880-o

რა უთხრა ზალკალიანმა ლავროვს – ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრის დეტალებზე საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ამჯერად პარლამენტში მოუხდა.დავით ზალკალიანს დღეს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ. ყველაზე მეტი შეკითხვა , როგორც მოსალოდნელი იყო ლავროვთან გამართული აუდიენციის გარშემო დაისვა.

კანონმდებლები დაინტერესდნენ, რა პროცესები უძღოდა შეხვედრის დაგეგმვას წინ.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ,ლავროვთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია არ გაუვლია და ერთადერთი ადამიანი, ვინც ინფორმირებული იყო ამ შეხვედრის შესახებ გიორგი გახარიაა.

თბილისიდან ისევ გაცვეთილი თეზისი, ოკუპაცია გვესმის - ლავროვის უწყების განცხადება და შეფასებები თბილისში

,,ჩვენი მხრიდან დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს და რუსეთის მოსახლეობას შორის პირდაპირი და გულახდილი საუბარი საჭიროა"

ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ შეხვედრის მთავარი მოტივაცია იყო ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც “ბორდერიზაციის” კუთხით შეიქმნა. დავით ზალკალიანი დღესაც ფიქრობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა “იყო სწორი, დროული და აუცილებელი გადაწყვეტილება”.ამასთან, ზალკალიანი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამის გამო საქართველოს ხელისუფლება რამენაირად თავის მართლების რეჟიმში უნდა იყოს.

“არ ვიცი, რატომ არის განცდა, რომ ჩვენ თავის მართლების რეჟიმში ვართ – არამც და არამც. სრულად ვართ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების სისწორეში და კიდევ რომ უკან დავბრუნდე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მოლოდინი იყო, რომ რუსეთის ფედერაციისთვის გვეთქვა ყველა საკითხი გულწრფელად”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ლავროვთან შეხვედრის გარდა, მინისტრთან კითხვები ანაკლიის პორტის მშენებლობას, ბორდერიზაციას, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გააქტიურებასა და დავით გარეჯის საკითხსაც ეხებოდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გარეჯის საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. დავით ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სტატუსკვოზე დაბრუნებაა.

დავით გარეჯის მონასტრებში სასულიერო პირებს კვლავ არ უშვებენ

“დავით გარეჯის თემა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში, უახლოესი შეხვედრა საქართველოში გაიმართება, ეს იქნება მეორე შეხვედრა ბაქოს შეხვედრის შემდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც იყო და არის, ესაა დაბრუნება სტატუსკვოზე. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს, ეს იქნება ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში იმ დელიკატურობის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, რაც ამ პრობლემას თან ახლავს,”- განაცხადა ზალკალიანმა.

არის თუ არა ამერიკელების ადგილი შავ ზღვაში – საგარეო საქმეთა მინისტრს ამ თემასთან დაკავშირებითაც მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემა. დავით ზალკალიანს  შეკითხვა “ლელოს”  დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების კონტექსტში დაუსვეს. “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში,” – ეს იყო ფრაზა, რომელიც ხაზარაძის თქმით, მას ივანიშვილმა უთხრა და ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ზალკალიანის შეფასებით, ხაზარაძის განცხადება სპეკულაციებია.

,,სწორედ ამ ხელისუფლების პერიოდში, ნატო-სთან კონტექსტში და სამიტებზე მიღებული გადაწყევტილებები მიანიშნებს იმაზე, რომ შავი ზღვა და საქართველო არის პრიორიტეტული ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრს დღეს თურქეთ-სირიის მოვლენებზე პროგნოზის გაკეთება და საქართველოზე გავლენების შეფასებაც მოსთხოვეს. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად აკვირდება სირიაში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, მთავრობა სერიოზულად ფიქრობს და აანალიზებს სირიაში თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთით.

“ყველა უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელია ამაზე, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე უსაფრთხოების კუთხით, მუდმივი მონიტორინგის და კონსულტაციების რეჟიმში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც თურქეთთან, ისე ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – დასძინა ზალკალიანმა.

კითხვა პასუხის რეჟიმი პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.

გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები