LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა ისაუბროთ თქვენს მიზნებზე ხმამაღლა – დერეკ სივერსის რეკომენდაციები

49756081_381439845923835_7692407042702573568_n

სპიკერი დერეკ სივერსი მიიჩნევს, რომ მიზნებზე არ უნდა ისაუბროთ ხმამაღლა. მან TED-ზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიზნების გამხელა სხვისთვის, მას ნაკლებად მისაღწევს ხდის. სივერსი ამბობს, რომ ამასვე მოწმობს ფსიქოლოგიური კვლევები.

“როდესაც გაქვთ მიზანი, საჭიროა იმუშაოთ, მის მისაღწევად გადადგათ ნაბიჯები. მაგრამ როცა ამ მიზანს სხვებს ანდობთ, გონებაც ტყუვდება რომ უკვე ყველაფერი მიღწეულია. თქვენ იგრძნობთ ნაკლებ მოტივაციას და შესაძლოა შრომაც დაგეზაროთ ამ მიზნისთვის.”

ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა. 163-მა ადამიანმა ჩამოწერა პირადი მიზანი. ნახევარმა ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებაზე ამ მიზნის მიმართ, მეორე ნახევარმა კი არა. მონაწილეებს მისცეს 45 წუთიანი სამუშაო, რომლის დახმარებითაც დასახულ მიზანს მიაღწევდნენ. შედეგად, მათ, ვისაც არაფერი უთქვამთ საკუთარი მიზნის შესახებ, საშუალოდ 45 წუთი იმუშავეს, თუმცა განაცხადეს, რომ გრძნობდნენ, მიზნამდე კიდევ უნდა გაეგრძელებინათ ნაბიჯების გადადგმა. ხოლო ისინი, ვინც საკუთარი მიზნების შესახებ ისაუბრეს, 33 წუთის შემდეგ დანებდნენ.

“თქვენი გონება თქმასა და კეთებას ერთმანეთში ურევს. თუ მაინც გსურთ მიზნებზე საუბარი, დაიმახსოვრეთ, ისაუბრეთ ისე, რომ ამან კმაყოფილების გრძნობა არ გამოიწვიოს, შედეგად, უფრო სწრაფად მიხვალთ მიზნამდე.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები