LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იყენებს კორონავირუსთან ბრძოლის მკაცრ ზომებს შვედეთი

2091
sweeden-1

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში COVID-19-ის გამო საზოგადოებრივი ცხოვრება შეჩერდა, შვედეთში კვლავ ღიაა მაღაზიები, რესტორნები და სკოლები. ინფიცირებულთა რიცხვი კი იზრდება.

შვედეთის ხელისუფლების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია ქვეყნის 2 800-ზე მეტი. გარდაიცვალა 70 ადამიანი.

ინფექცია აგრძელებს გავრცელებას და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ბევრი ადამიანი კვლავ დაავადდება და ბევრს მოუწევს დაემშვიდობოს ახლობლებს“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, სტეფან ლიოვენმა.

შვედეთში საზოგადოებრივი ცხოვრება ჯერ არ გაჩერებულა. მთავრობა არ ჩქარობს მკაცრი შეზღუდვები დაუწესოს მოქალაქეების გადაადგილებას და კონტაქტებს, თუმცა მოსახლეობა მხოლოდ რჩევის სახით იღებს რეკომენდაციებს, რომ შეძლებისდაგვარად დარჩნენ სახლში, თავი შეიკავონ ზედმეტი ვიზიტებისაგან და შეზღუდონ სოციალური კონტაქტები ხანდაზმულ ადამიანებთან.

ამავე დროს, მაღაზიები და რესტორნები ღიაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები შვედეთში თავისუფლად შედიან. ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა. 29 მარტიდან ამოქმედდება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. სკოლები და ბაგა-ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, დისტანციურ სწავლაზე მხოლოდ სტუდენტები და უფროსი კლასების მოსწავლეები გადავიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება, მას თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევენ, ხოლო მისი ოჯახის წევრებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი აცხადებს, რომ შვედების უმრავლესობა კორონავირუსით უნდა დაინფიცირდეს, რათა მათ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეთ.

მისი თქმით, ამ მიდგომის თანახმად, მხოლოდ “რისკის ჯგუფები” უნდა იყოს იზოლირებული (ხანდაზმული ადამიანები და ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს). ტეგელი დარწმუნებულია, რომ ამ გზით ქვეყნის მოსახლეობა შეიძენს ერთგვარ კოლექტიურ იმუნიტეტს და ამ გზით ვირუსი ეფექტურობას დაკარგავს.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის მიდგომას ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი აკრიტიკებს, თუმცა ხელისუფლება არჩეული სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.

წყარო: dw.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები