„20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა”,-ამის შესახებ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 19-20 ივნისს ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის დაშლის ოპერაციასთან დაკავშირებით აქვს კითხვები, რომელზე პასუხი არ არსებობს. კობახიძის თქმითვე, 20 ივნისს გიორგი გახარია გადაწყვეტილებებს თავად იღებდა და თავად არის პასუხისმგებელი ოპერაციის დაგეგმვაზე.

„20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას, ვინც ერკვევა. ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

თვითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. რატომ იდგა ე.წ. სპეცრაზმი გარეთ? მეორე, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები? საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე… ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის რაოდენობა არ იყო იმდენი, რომელიც იძლეოდა მეტი საფრთხის საშიშროების საფუძველს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები