LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იღებავს კიანუ რივზის საცოლე თმას – ალექსანდრა გრანტი ცნობისმოყვარეებს პასუხობს (ფოტო)

4167
kianu-news34355

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 55 წლის კიანუ რივზი ალექსანდრა გრანტზე დაინიშნა. 46 წლის გრანტის შესახებ საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ შეიტყო. მას მერე მედიაში ბევრს მსჯელობენ გრანტის იმიჯზე, რომელიც თმას არასოდეს იღებავს და თეთრი თმით სიარულს ამჯობინებს. ცოტა ხნის წინ გრანტმა თავსი არჩევანი ინტერვიუში ახსნა, ის ამბობს, რომ წლების წინ თმებს ხშირად იღებავდა, თუმცა ბოლო დროს ამის ეშინია.

გრანტს მაგალითად ცოტა ნის წინ ჩატარებული კვლევა მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ თმის საღებავი შესაძლოა მკერდის კიბოს განვითარების ხელშემწყობი გახდეს: „ეს კვლევა მასშტაბურია და ციფრები შემაშფოთებელი. ყველა ქალი თავად ირჩევს, როგორ გამოიყურებოდეს. თუ საუბარი მიდის სილაზესა და სიცოხლის უფლებაზე, მოდით სტანდარტებს გადავხედოთ“ – ამბობს ალესანდრა გრანტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები