LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ემხრობა მაია ბუწაშვილი სავალდებულო ვაქცინაციას – რა აჩვენა სხვადასხვა ვაქცინის შერევის კვლევამ

maia

დღეს ცნობილი გახდა,  რომ საქართველოში ბუსტერდოზებით აცრა შესაძლებელი იქნება.  ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააჟღერა.

როდის და რა შემთხვევაშია ბუსტერდოზის გაკეთება რეკომენდებული,- ამ კითხვით რადიო „ფორტუნამ“ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს მიმართა.

„ბუსტერდოზა რეკომენდებულია ძირითადად იმ ადამიანებში, როიმელთაც აქვთ სხვადასხვა რისკფაქტორი, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე პროფესიულად.  ანუ ბუსტერდოზა გაკეთდება ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში. ბუსტერდოზის გაკეთება შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, ვინც მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან კოვიდინფიცირებულებთან.

ანუ ბუსტერ დოზით პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები და ის ადამიანები, აიცრებიან, რომლებიც მუშაობენ დახურული ტიპის დაწესებულებებში.

ვის შეუძლია ბუსტერდოზის გაკეთება - გაბუნიას განმარტება

ბუსტერ დოზების გაკეთება შესაძლებელი  მაღალი რისკის პროფესიებში,

დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილებისთვის „ფაიზერი“ ორჯერადად უნდა გაკეთდეს. გვაქვს კონკრეტული კვლევები, რომელიც ვაქცინების შერევის ეფექტიანობას ამტკიცებს? 

კვლევები გვაქვს ე.წ. ნუკლეინის მჟავის შემცველ ვაქცინებთნ დაკავშირებით. მაგალითად „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ შერევის  არავითარი პრობლემა არ არსებობს. პირიქით ზოგიერთი კვლევა ამბობდა, რომ ვაქცინების შერევა ეფექტურობას ზრდის.

ბოლო დროს ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „სინოფარმით“ აცრილებში „ფაიზერის“ ბუსტერი უსაფრთხოა და ეფექტურობაც აქვს. ამ მიმართულებით ბევრი კვლევა არაა ჩატარებული, რაც ჩატარდა, მათ ეფექტიანობას ადასტურებს.

ამირან გამყრელიძისგან მოვისმინეთ, რომ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებში, რომლებშიც ექიმები და პედაგოგები შედიან, უნდა გახდეს სავალდებულო ვაქცინაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩიხში შევდივართ.  როგორ შეიძლება იყოს სავალდებულო იმუნიზაცია, თუკი არსებობს პაციენტის უფლებები? 

სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. პირადად სავალდებულო ვაქცინაციას არ ვემხრობი და მიმაჩნია, რომ უფრო მეტად მიმართულება უნდა იყოს ახსნა -განმარტებისკენ, რომ ვაქცინაცია კარგი და აუცილებელია,  ვიდრე დაძალებისკენ.

ყოველთვის, როცა რაღაც სავალდებულო ხდება, ის მოსახლეობის გაღიზიანებას და გარკვეულ პროტესტს იწვევს. ამიტომ ბევრად უფრო ენერგიულად უნდა დავიწყოთ მათი დარწმუნება რომ ვაქცინაცია აუცილებელია და ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გავხადოთ.

როდის და რა შემთხვევაშია “ბუსტერ” დოზის გაკეთება რეკომენდებული: ივანე ჩხაიძე განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები