LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ამბობს უარს სოციალურ ქსელებზე ქეით უინსლეტი

165

ქეით უინსლეტი არასდროს არც ერთ სოციალურ ქსელში არ დარეგისტრირებულა. მას არც ინსტაგრამი, არც ფეისბუქი და არც ტვიტერი აქვს. ოსკაროსანი მსახიობი სოციალურ ქსელებს სრულ იგნორირებას უკეთებს. ამის შესახებ მან “ჰარპერ ბაზართან” ინტერვიუსას განაცხადა. ბევრს გონია, რომ ცნობილი მსახიობი თავის პირად ცხოვრებას უფრთხილდება, რეალურად კი მიზეზი სხვაა

“მე მეშინია სოციალური ქსელების იმ ზეგავლენის, რის ქვეშაც დღეს ახალგაზრდა გოგოები იმყოფებიან. ისინი გამუდმებით ცდილობენ იყვნენ იდეალურთან მიახლოებული, იმ სტანდარტებთან ახლოს , რასაც სამოდელო სააგენტოები უწესებენ მოდელებს. მე მუდმივად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი დამანგრეველი შეიძლება იყოს სოციალური ქსელები მოზარდებისთვის”- ამბობს ქეით უინსლეტი

მსახიობმა თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ქეითი კარიერის დასრულებას ღრმა სიბერებმდე არ აპირებს.

“მე არ მინდა ვიყო ის მსახიობი, რომელმაც ოსკარი აიღო და გაქრა. მე მინდა ვიყო ის ქალი, რომელიც 90 წლის ასაკშიც ბევრს გააკვირვებს” – განაცხადა ქეით უინსლეტმა

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები