LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასაც ქართველებმა მიწა მიაყარეს და დამალეს, მე სააშკარაოზე გამოვიტანე“ – ციკოლიამ ახალი ნამუშევარი წარმოადგინა (ფოტო)

433
105964972-10158390983423917-8612128790173398060-n

„რასაც ქართველებმა მიწა მიაყარეს და დამალეს, მე სააშკარაოზე გამოვიტანე“ – ამ სათაურით აქვეყნებს ახალი ნამუშევრის ამსახველ ფოტომასალას ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და საკუთარ მეგობრებს სიახლეებს ხშირად უზიარებს ხოლმე. ამჯერად, ციკოლიამ ორიგინალური დიზაინის ყელსაბამი წარმოადგინა, რომელიც ქვევრის თემატიკაზეა შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ცნობილი დიზაინერი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს ქვევრის თემატიკას. როგორც იცით, 2019 წლის სექტემბრის ბოლოს, ციკოლიამ ბეჭდები წარმოადგინა, რომლებიც ქვევრის თემაზე იყო შექმნილი. დიზაინერმა მაშინვე დაანონსა, რომ ახალ ხაზში თავიდან მხოლოდ ბეჭდები იქნებოდა, სამომავლოდ კი მათ საყურეები, ყელსაბამები და სხვა აქსესუარები დაემატებოდა. სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა ყელსაბამიც, რომლის ფოტოც ციკოლიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა.

მომხმარებელი ზვიად ციკოლიას ახალი ნამუშევრის მიმართ სიმპათიას, ტრადიციულად, არ მალავს და ფოტოებზე შემდეგ კომენტარებს წერს: ზვიკო შენ ხარ საოცრება; უდიდეს პატივს ვცემ თქვენს ნიჭს ბატონო ზვიად;  იმდენად დახვეწილი და ლამაზია, რომ ნებისმიერი ასაკისა და სტილის ქალბატონს გაუჩნდება სურვილი ატაროს; ისე მაგ სამკაულებს ერთი-ორი წვეთი ექსკლუზიური ღვინოც უნდა მოყვებოდეს; ლამაზია, სადა, მდიდრული და თან ქვევრის მისტიკას ატარებს. ბრავო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები