LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რასაც ელოდება „ქართული ოცნება“ იმას ვერ მიიღებს…ოპოზიციის ლიდერები შეხვედრის რეჟიმში იმყოფებიან ამჟამადაც” – ირაკლი კუპრაძე

61
Untitled

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებითვე, მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია.

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

მმართველი გუნდის დღევანდელი გადაწყვეტილება რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „ლელო-საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, მათი ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გაფორმდა დიქტატურა და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ოფიციალური უარი დასავლეთზე.

„ჩემთვის და მათ შორის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ცხადი და ნათელია, რომ “ქართულ ოცნებას” უკვე ჰქონდა მოცემულობა, მრავალი კვლევის სახით, რომელიც მათ მაგიდაზე უდევთ, რომ “ქართული ოცნება” მარცხდებოდა მუნიციპალურ არჩევნებში, საუბარი არც კი არის 43%-იან ბარიერზე, ბოლო კვლევების მონაცემებით მათი რეიტინგი ნაკლებია, რამდენიმე დღეში საზოგადოება გაეცნობა IRI-ს კვლევებს, რითაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ “ქართული ოცნება” აღარ არის სახელისუფლებო პარტია სინამდვილეში და ის უმცირესობის, უმცირესობის, უმცირესობას წარმოადგენს დღეს.

ერთადერთი გზა რაც ოპოზიციას დარჩა, არის მაქსიმალური დესტაბილიზაცია და მეტი საბოტაჟი, სწორედ ამის იარაღი გამოვაცალეთ: სოზარ სუბარი

„ახლა კარგი საბაბი მიეცათ, რომ ბოიკოტზე იფიქრონ და ამით საბოლოოდ დაასრულებენ თავიან ფსევდო პარტიას და ფსევდო პოლიტიკურ მოღვაწეობას,“ - თქვა სუბარმა.

მათი ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გაფორმდა დიქტატურა და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ოფიციალური უარი დასავლეთზე, რადგან დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმს აღვივებს ის მოცემულობა, როცა ჯერ კიდევ 5 ივლისს პარლამენტის წინვ მოხდა, დროშა ჩამოხსნეს, დაწვეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული მცდელობა იყო.

მეორე მხრივ, დღეს გადაახიეს თავზე ევროპას ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულება არ მიემართებოდა ოპოზიციას ან ხელისუფლებას ეს იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი წინაპირობები, რომელიც ითვალისწინებდა როგორც საარჩევნო ასევე სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და პოლიტიკის დაბრუნებას რეალური პოლიტიკის ჩარჩოებში.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, “ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობა”, რასაც ქართული ოცნება დოკუმენტის ანულირების ერთ-ერთ მთავარ მოტივად ასახელებს, ირაკლი კუპრაძემ განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად უნდა შეერთებოდა 19 აპრილის შეთანხმებას.

შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის: სალომე სამადაშვილი

“თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდები, ეს ხელშეკრულება არ იყო ნაციონალური მოძრაობისთვის.

შარლ მიშელის დოკუმენტში წარმოდგენილი ყველა პუნქტი სჭირდებოდა საქართველოს.”-განაცხადა კუპრაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „ლელო“ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებს.

„კონსულტაციების რეჟიმი მიმდინარეობს და ოპოზიციის ლიდერები შეხვედრის რეჟიმში იმყოფებიან ამჟამადაც, თუმცა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, შეკითხვა უნდა დავსვათ, რისი მიღწევა უნდოდა ქართულ ოცნებას, სრულიად უკონტექსტოდ, სრულიად უდროოდ, შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებით? ანუ რა შედეგს ელოდება ის ოპიზიციისგან?

ელოდება ოპოზიციისგან კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას და 2 ბანაკად გაყოფას პოლიტიკური სპექტრის?

ელოდება ოპოზიციისგან პარლამენტის დატოვებას და ბოიკოტირებას? ელოდება თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას და აქედან ღებულობს საკუთარ ბენეფიტებს? ჩემთვის და ლელოსთვის ამოსავალი წერტილი იქნება ის, რომ რასაც ელოდება „ქართული ოცნება“ იმას ვერ მიიღებს, მიიღებს სტაბილურ პოლიტიკურ პროცესს, მათი განცდა, რომ ისინი არჩევნებს აგებენ იქნება რეალობაში აღსრულებული.“-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები