LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ ,,ნეტფლიქსზე” – მაისის და ივნისის ახალი სერიალები

945
13-Reason-Why-Season-4-EvetyD-etail

,,ნეტფლიქსმა” მაისის დასაწყისიდან უკვე არაერთი ახალი და ორიგინალური სერიალი შესთავაზა ერთგულ მაყურებელს, ტემპის დაგდებას კი არც მომდევნო კვირებში გეგმავს. წარმოგიდგენთ ყველაზე გამორჩეულ სერიალებს, რომელთა ხილვასაც ,,ნეტფლიქსზე” მომავალი კვირების განმავლობაში შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ ამ კვირების განმავლობაში თინეიჯერული დრამების ნამდვილი ბუმი გელით.

Fortuna.ge გთავაზობთ მაისის და ივნისის ახალი სერიალებს:

,,ღამით” / Into the Night
პრემიერის თარიღი: 1 მაისი
როლებში: პაულინ ეტიენი, ლორენ კაპელუტო, სტეფანო კასეტი

როდესაც უცნობი კოსმოსური კატასტროფის შედეგი დედამიწამდე აღწევს, მზის სხივები ადამიანისათვის მომაკვდინებელი ხდება. ბრიუსელის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავის მგზავრები გადარჩენას ცდილობენ, ამისთვის კი მათ მუდამ იმ მიმართულებით უნდა იფრინონ, საითაც ღამეა, თუმცა ეს ყველაფერი არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული.

,,ამის ნახევარი” / The half of it
პრემიერის თარიღი: 1 მაისი
როლებში: ლეა ლუისი, დანიელ დიმერი, ალექსის ლემირი

კიდევ ერთი სერიალი თინეიჯერებზე,რომელსაც Netflix ერთგულ მაყურებელს სთავაზობს. ნიჭიერი,მაგრამ მორცხვი ელი ჩუ ფულს სხვა სტუდენტებისათვის დავალებების წერით შოულობს, თუმცა ერთ დღეს საინტერესო წინადადებას იღებს. მას სთხოვენ სასიყვარულო წერილის დაწერას იმ გოგონასთვის, რომელიც თვითონ მოსწონს…

,,სისხლი და წყალი” / Blood and Water
პრემეირის თარიღი: 20 მაისი
როლებში: კჰოსი ნგემა, ამა ქამატა

კიდევ ერთი თინეიჯერული დრამა სამხრეთ-აფრიკელი სტუდენტის შესახებ მოგვითხრობს,რომელიც თავისი ოჯახის წარსულის საიდუმლოს აღმოჩენის პარალელურად, სკოლაში თავისი ადგილის პოვნას ცდილობს.

,,კონტროლ Z” / Control Z
პრემიერის თარიღი: 22 მაისი
როლებში: ანა ვალერია ბესერილი, მაიკლ რონდა

სოფიასთვის ყველაზე საყვარელი ჰობი სხვებზე დაკვირვებაა, ამიტომ მას ისეთი დეტალების შემჩნევა შეუძლია, რასაც სხვები ვერ ხედავენ.როდესაც უცნობი ჰაკერი სკოლის მოსწავლეების საიდუმლოებებს ასაჯაროვებს, სოფია გადაწყვეტს მისი ვინაობა დაადგინოს.

,,ყინულმჭრელი” / Snowpiercer
პრემიერის თარიღი: 25 მაისი
როლებში: ჯენიფერ კონელი, დეივიდ დიგსი, მიკი სამნერი

ფრანგული გრაფიკული ნოველის კიდევ ერთი ეკრანიზაცია. საყოველთაო გამყინვარებამ დედამიწა ყინულით დაფარულ პლანეტად აქცია, რომლის ზედაპირიც სიცოცხლისათვის გამოუსადეგარია. ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ყინულმჭრელია – მატარებელი,რომელიც გაუჩერებლად მოძრაობს სპეციალურად მისთვის განკუთვნილ რკინიგზაზე. წლებთან ერთად ყინულმჭრელში ჩვეული წესრიგის შემადგენელი ნაწილი გახდა მგზავრების კლასობრივი სეგრეგაცია.

,,კოსმოსური არმია” / Space Force
პრემეირის თარიღი: 29 მაისი
როლებში: სტივ კარელი, ჯონ მალკოვიჩი, ბენ შვარცი

Netflix-ის კომედია შესანიშნავი ქასტით აშშ-ის არმიის მეექვსე შტოს, “კოსმოსური არმიის” ჩამოყალიბების შესახებ მოგვითხრობს. ახალი შტოს მეთაურად გენერალ მარკ ნეირდს დანიშნავენ,რომელსაც თავიდან ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ჰყოფნის, თუმცა მალე მიხვდება რომ არ ეხუმრებიან. ის იძულებული გახდება მეცნიერთან, დოქტორ ედრიან მელორისთან (მალკოვიჩი) ითანამშრომლოს.აღსანიშნავია, რომ სტივ კარელის გმირი რეალურ პიროვნებაზეა დაფუძნებული, იგი გენერალ ჯონ რეიმონდის პაროდიას წარმოადგენს, დოქტორი ედრიან მელორი (ჯონ მალკოვიჩი) კი 1964 წლის შავი კომედიის, Dr. Strangelove – ის ერთგვარი შარჟია.

,,13 მიზეზი რატომ” / 13 Reasons Why
ფინალური სეზონი
პრემიერის თარიღი: 5 ივნისი
როლებში: დილან მინეტი, კეტრინ ლანგფორდი,კრისტიან ნავარო

კლეი ჯენსენის და მისი მეგობრების თავგადასავალი, რომელიც თვითმკვლელობამდე ჰანა ბეიკერის მიერ ჩაწერილი აუდიოკასეტებით დაიწყო, მალე დასრულდება. სერიალის მეოთხე, ფინალური სეზონის პრემიერა 5 ივნისს შედგება.

,,ტყე” / The Woods
პრემიერის თარიღი: 12 ივნისი
როლებში: ვიქტორ დებსკი, პაველ გაბორი

The Stranger-ის ავტორის, ჰარლან კობენის კიდევ ერთი კრიმინალური დრამის ეკრანიზაცია, რომელსაც “ნეტფლიქსი” მაყურებელს შესთავაზებს. სიუჟეტის ცენტრში პოლონელი პროკურორი, პაველ კოპინსკი იმყოფება, რომლის დაც 25 წლის წინ საზაფხულო ბანაკში ყოფნისას ტყეში უკვალოდ გაუჩინარდა. ახალი მტკიცებულებების საფუძველზე კოპინსკი ვარაუდობს, რომ მისი და შესაძლოა ცოცხალი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები