LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – მარტის თვის საუკეთესო პრემიერები

186
ფილმები

გაზაფხულის პირველი თვე უამრავი საინტერესო კინოპრემიერითაა სავსე. მარტის ყველაზე საინტერესო ფილბეს შორის არის ზოგი ისეთი ფილმი, რომელსაც მაყურებელი ძალიან დიდი ხანია ელის, რადგან რომ არა კოვიდ-პანდემია, ისინი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვიდოდა დიდ ეკრანზე…

მოქსი“ / Moxie

პრემიერის თარიღი: 3 მარტი

არხი: Netflix

„ნეტფლიქსის“ ამავე სახელწოდების თინეიჯერული რომანის ეკრანიზაცია 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თვლის, რომ სკოლაში დამკვიდრებულ სექსისტურ სტერეოტიპებს ბოლო უნდა მოეღოს. ვივიენი, რომლის დედაც ცნობილი ფემინისტია, თავადაც მეამბოხის გზას ირჩევს და ფემინისტური  ბროშურების, სახელწოდებით “მოქსი”-ს გამოშვებას დაიწყებს, რომლებსაც სკოლის მოსწავლეებს შორის ანონიმურად ავრცელებს. მისდა გასაკვირად, „მოქსი“ მოსწავლეებს შორის უდიდეს გამოხმაურებას ჰპოვებს..

«მოგზაურობა ამერიკაში 2“ / Coming 2 America

პრემიერის თარიღი: 5 მარტი

არხი: „ამაზონ პრაიმი“

1988 წლის საკულტო სათავგადასავლო-კომედიის სიქველი აფრიკის გამოგონილი ქვეყნის, ზამუნდას ყოფილი პრინცის, აკიმ ჯოფერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უკვე აკურთხეს მეფედ. აკიმი ღელავს იმაზე, რომ მხოლოდ ქალიშვილი ჰყავს, ქვეყნის კანონის თანახმად კი მემკვიდრე მხოლოდ მეფის ვაჟი შეიძლება იყოს. მოულოდნელად მისი უდიდებულესობა იგებს, რომ აშშ-ში ჰყავს ვაჟი, რომელზეც არაფერი იცოდა. აკიმი თავის ერთგულ თანაშემწესთან, სემთან ერთად კვლავ ამერიკაში მიემგზავრება, სადაც კიდევ უფრო მომხიბლავი და არაპროგნოზირებადი თავგადასავლები ელის…

ბოსის დონე“ / Boss Level

პრემიერის თარიღი: 5 მარტი

არხი: Hulu

ფანტასტიკური თრილერი სპეცრაზმის გადამდგარი ვეტერანის – როი პალვერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დროის მარყუჟის ხაფანგში აღმოჩნდება. მთავარი გმირი იძულებულია ყოველდღე ერთი და იგივე დღე იცხოვროს და ეცადოს, გამოსავალი იპოვოს…

სენტინელი“ / Sentinelle

პრემიერის თარიღი:  5 მარტი

არხი: Netflix

ფრანგული არმიის თარჯიმანი კლარა სირიის ომის შემდეგ ოპერაცია “სენტინელის” ფარგლებში ნიცაში გადაჰყავთ, სადაც მას დედასა და დასთან შეხვედრის შსაძლებლობა ეძლევა. კლარა ოჯახთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბს სტუმრობს, თუმცა ოჯახური საღამო დიდხანს არ გრძელდება, რადგან  კლარას და, ტანია უჩინარდება. მეორე დღეს მას პლაჟზე, გაუპატიურებულს და ნაცემს პოულობენ. მთავარი გმირი ხვდება, რომ ყველაფერს გააკეთებს დამნაშავის საპოვნელად და დასასჯელად იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი ნიცაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილია…

 „რაია და უკანასკნელი დრაკონი“ / Raya and the Last Dragon

პრემიერის თარიღი: 5 მარტი

არხი: დისნეი +, კინოთეატრები

„დისნეის“ მორიგი ულამაზესი ანიმაცია დრაკონების მიერ შექმნილი ჯადოსნური სამყაროს, კუმანდრას შესახებ, სადაც დრაკონები უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ. თუმცა არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე ერთი, უკანასკნელი დრაკონი ბინადრობს, რომლის მოძებნაც ადამიანებმა ყველაზე რთულ მომენტში უნდა სცადონ, რათა საკუთარი სამყარო იხსნან. დრაკონის მოძებნას სწორედ მთავარი გმირი, რაია გადაწყვეტს…

ჩუმი ადგილი 2“ / A Quiet Place Part II

პრემიერის თარიღი: 8 მარტი

არხი: Paramount+, კინოთეატრები

2018 წლის ჰორორის, “ჩუმი ადგილის“ სიქველი პოსტ-აპოკალიფსური მსოფლიოს შესახებ, სადაც სიჩუმე გადარჩენის ერთადერთი გზაა, ეკრანებს 8 მარტს დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ჯონ კრაზინსკის ფილმს, რომელშიც მთავარ როლს კვლავ ემილი ბლანტი ასრულებს, მაყურებელი ამჟამად მხოლოდ ნიუ-იორკის კინოთეატრებში და „პარამაუნთ +“-ზე ნახავს, ფილმის მსოფლიო პრემიერა კი 17 სექტემბერსაა დაგეგმილი.

პინოქიო“ / Pinocchio

პრემიერის თარიღი: 12 მარტი

როლებში: რობერტო ბენინი, ფედერიკო იელაპი

ყველასთვის ცნობილი ისტორიის ახალი ეკრანიზაცია ღარიბი იტალიელი დურგლის,  ჯეპეტოს და მისი ქმნილების, ხის ბიჭუნა პინოქიოს შესახებ, როკმელშიც მთავარ როლს „ოსკაროსანი“ რობერტო ბენინი ასრულებს, დიდ ეკრანზე 12 მარტს გამოჩნდება.

„კურიერი“ / The Courier

პრემიერის თარიღი: 17 მარტი

როლებში: ბენედიქტ კამბერბეტჩი, მერაბ ნინიძე

ნამდვილი ამბავზე დაფუძნებული ფილმი ბრიტანელი ბიზნესმენის, გრევილ უინის გამბედაობის და გმირული თავგანწირვის შესახებ მოგვითხრობს. უინი ცივი ომის დროს CIA-ის და MI6-ს საბჭოთა ბირთვულ პროგრამაში შეღწევაში დაეხმარება. უინის საკონტაქტო პირი მეორე მხარეს  საბჭოთა სამხედრო მაღალჩინოსანი, ოლეგ პენკოვსკია. სწორედ მათი პარტნიორობის და უინის მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანმა ინფორმაციის წყალობით ხერხდება კუბის სარაკეტო კრიზისის დასრულება და მესამე მსოფლიო ომის დაწყების შეჩერება…

„სამართლიანობის ლიგა“ – ზაკ სნეიდერის ვერსია – Zack Snyder’s Justice League

პრემიერის თარიღი: 18 მარტი

არხი:  HBO Max

2017 წლის ფილმის, “სამართლიანობის ლიგის“ ზაკ სნაიდერისეული სარეჟისორო ვერსია, რომელშიც მთავარი ანტაგონისტი, დარკსაიდი აღმოჩნდება. ბრიუს უეინი უცხოპლანეტელთა მოახლოებული  შემოჭრის შესახებ შეიტყობს და ხვდება, რომ კაცობრიობის გადასარჩენად მხოლოდ ბეტმენი ვერ იბრძოლებს. სწორედ ამიტომ, პლანეტის საუკეთესო დეტექტივი სუპერძალების მქონე ადამიანების გუნდის შეკრებას გადაწყვეტს…

 „გოძილა კონგის წინააღმდეგ“ / Godzilla vs Kong

პრემიერის თარიღი: 31 მარტი

არხი: HBO Max, კინოთეატრები

ფანტასტიკური ექშენ-ფილმი ორი ლეგენდარული კინომონსტრის – რადიოაქტიური მუტანტი-გოძილას და უზარმაზარი გორილა-კინგ-კონგის ეპიკური შერკინების შესახებ. ამ ფილმზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის, ის უბრალოდ უნდა ნახოთ, თანაც აუცილებლად დიდ ეკრანზე!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები