LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – 2021 წლის იანვრის საუკეთესო კინოპრემიერები

191
Untitled design

კორონავირუსის პანდემიამ კინოინდუსტრიაზეც ისეთივე დიდი გავლენა იქონია, როგორც ყველაფერ დანარჩენზე, დაკეტილი კინოთეატრების ფონზე კი დიდმა კინოპრემიერებმა დარბაზებიდან სხვადასხვა არხებზე გადაინაცვლა. 2021 წლის იანვარში HBO, “ნეტფლიქსიდა სხვა დისტრიბუტორები არაერთ საინტერესო ფილმს გვთავაზობენ

ჩაკეტილი” / Locked Down

არხი: HBO Max

პრემიერის თარიღი: 14 იანვარი

პაქსტონის (ჩივეტელ ეჯიოფორი) და ლინდას (ენ ჰეთეუეი) რომანი დასასრულს უახლოვდება, თუმცა წყვილის გეგმებში კორონავირუსის პანდემია ერევა და კარანტინის გამო ისინი ერთ სახლში აღმოჩნდებიან გამოკეტილები. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. წყვილი გადაწყვეტს პანდემიით ისარგებლოს და საიუველირო მაღაზიიდან ბრილიანტი მოიპაროს…

ორი მამა” / Double Dad

არხი: Netflix

პრემეირის თარიღი: 15 იანვარი

ქვეყანა: ბრაზილია

მხიარული თინეიჯერი ვიჩენცა ბრაზილიის ერთ-ერთი პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს და ოცნებობს გაიგოს, ვინ არის მამამისი. მის დაბადებამდე გოგონას დედას რომანი ორ სრულიად განსხვავებულ კაცთან ჰქონდა, თუმცა ის უარზეა მას მამის ვინაობა გაუმხილოს. მოზარდი გადაწყვეტს რიო დე ჟანეიროში გაემგზავროს და ორივე მამაკაცი პირადად გაიცნოს. ფილმში ქართველი მაყურებლისათვის ბრაზილიური სერიალებიდან კარგად ნაცნობ ედუარდო მოსკოვისსაც ვიხილავთ.

ერთი ღამე მაიამიში” /One Night in Miami

არხი: Prime Video

პრემიერის თარიღი: 15 იანვარი

“ერთი ღამე მაიამიში” ოსკაროსანი მსახიობის, რეგინა კინგის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია და მოგვითხრობს 1964 წლის თებერვალში, მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მუჰამედ ალის, მალკოლმ იქსის, ჯიმ ბრაუნის და სემ კუკის შეხვედრის შესახებ, რომელიც ზოგიერთი წყაროს ცნობით, ნამდვილად უნდა შემდგარიყო…

ზღუდის გარეთ” / Outside the Wire

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 15 იანვარი

უახლოეს მომავალში ჯარისკაცებს სახიფათო სპეცოპერაციებში მონაწილეობა მარტოებს აღარ უწევთ. დრონის პილოტ თომას ჰარპს სახიფათო დავალების შესასრულებლად ანდროიდ ოფიცერთან, ლეოსთან ერთად გზავნიან…

თეთრი ვეფხვი” / The White Tiger

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 22 იანვარი

ბალრამი მძღოლია ინდოეთის ღარიბი სოფლიდან, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ თავისი სოფლის დატოვება და მდიდარ ოჯახში მძღოლად მუშაობა სურს, თუმცა დროსთან ერთად მისი პრიორიტეტებიც იცვლება და ბალრამი სიღარიბის ჭაობიდან ამოსვლას გადაწყვეტს…

წვრილმანები” / THE LITTLE THINGS

არხი: HBO Max

პრემიერის თარიღი: 27 იანვარი

“უორნერ ბრაზერსის” ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები: რემი მალიკი, დენზელ ვაშინგტონი და ჯარედ ლეტო ასრულებენ.

შერიფის მოადგილე ჯო დიკონი (დენზელ ვაშინგტონი) მტკიცებულებების შეგროვების მიზნით ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, მაგრამ ამის ნაცვლად, სერიული მკვლელის ძიებაში აღმოჩნდება ჩათრეული, რომელიც ქალაქს ატერორებს. სერიულ მკვლელზე ნადირობას დეტექტივი ჯიმ ბექსტერი (რემი მალეკი) ხელმძღვანელობს, რომელიც დიკონს დახმარებისთვის მიმართავს…

პინგვინი ბლუმი” / Penguin Bloom

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 27 იანვარი

სემ ბლუმის (ნაომი უოტსი) ცხოვრება სრულიად იცვლება მას შემდეგ, რაც ის უბერდური შემთხვევის გამო პარალიზებული რჩება. ახალ რეალობასთან შეგუება სემთან ერთად მის ოჯახსაც ძალიან უჭირს, თუმცა ბლუმების ოჯახს მოულოდნელ მხსნელად დაჭრილი კაჭკაჭის ბარტყი ევლინება, რომელსაც ისინი პინგვინს არქმევენ…

პალმერი” / Palmer

არხი: Apple +

პრემიერის თარიღი: 29 იანვარი

12 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი ედი პალმერი (ჯასტინ ტიმბერლეიკი) მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრებას ცდილობს. პალმერი მეზობლის შვიდი წლის ვაჟს, სემს დაუმეგობრდება, რომელიც დედამ მიატოვა. სემთან ურთიერთობა პალმერის ცხოვრებას ყოველდღიურად უკეთესობისკენ ცვლის…

გათხრა” / THE DIG

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 29 იანვარი

მოვლენები 1938 წელს, დიდ ბრიტანეტში, სატონ-ჰუში ვითარდება და მდიდარი ქვრივის ედიტ პრეტის წამოწყების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავის მამულში არქელოგიური გათხრების ორგანიზებას გადაწყვეტს. ფილმში მთავარ როლებს რალფ ფაინსი, კერი მულიგანი, ლილი ჯეიმსი და ჯონი ფლინი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები