LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იზამს ლარი – მოლოდინები და პროგნოზები

159

ეკონომისტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებას აფასებენ და ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ. როგორც აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს,  ეს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა, ეს ერთჯერადია და  მნიშვნელოვან შედეგს არ გამოიღებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ასეთი ერთჯერადი ჩარევებით ეკონომიკა წინ ვერ მიდის.

ეკონომისტი ამბობს, რომ საზოგადოებაში ასეთი პანიკა იყო – ეროვნული ბანკი კურსს არჩევნებამდე ინარჩუნებდა. ბანკის პრეზიდენტის განცხადებაც, ექსპერტის თქმით, იმის აღიარებაა, რომ ლარის გაუფასურება სწორედ წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ინტერვენციებს უკავშირდება.

ჩარგეიშვილი იმასაც განმარტავს, რომ ლარი მოკლევადიან პერსპექტივაში შეინარჩუნებს თავის მდგომარეობას, მაგრამ უპროგნოზოდ,  ასეთი ცვალებადობა ისევ მოხდება. „რეალობაში ჩვენ გვჭირდება ისეთი ტიპის პოლიტიკა, როდესაც ასეთი ცვლილებებისგან დაზღვეული ვიქნებით და ასეთი მოკლვადიანი რყევები ჩვენს ფინანსურ სისტემაში საჭირო არ იქნება“-აცხადებს ჩარგეიშვილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები