LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იტყოდით ლონდონში პენტჰაუზში ცხოვრებაზე, ორი ლაბრადორის მოვლასა და 41 ათას დოლარიან ხელფასზე? – ბრიტანულმა კომპანიამ საინტერესო ვაკანსია გამოაცხადა

259
5ddd112479d757085d390622

გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია Silver Swan Recruitment ეძებს ადამიანს, ვინც მზად იქნება რომ ლონდონის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში, ფეშენებელურ პენტჰაუსში დასახლდეს და თან ორ უსაყვარლეს ლაბრადორს მოუაროს.

როგორც სამსახურის დახასიათებიდან ირკვევა, დასაქმებულმა სახლსაც უნდა მიაქციოს ყურადღება და ცუგებისთვის საკვებიც უნდა მოამზადოს.

მოვალეობები:

სახლისთვის ყურადღების მიქცევა

ძაღლების გასეირნება დილით და საღამოს

საკვების შეძენა

ზარებზე პასუხის გაცემა

ძაღლის დღის წესრიგის დაგეგმვა

სახლის მფლობელთან კომუნიკაცია

შერჩეულ კანდიდატს ხანდახან სხვა საქმეების კეთებაც მოუწევს, მაგალითად სარეცხის სამრცეხაოში წაღება და უკან მოტანა.

თუმცა, ყველაზე მთავარი მოვალეობა ორი ძაღლის მილოს და ოსკარის მოვლაა. ბონუსად კი 41 ათას დოლარამდე ხელფასს მიიღებს, ბუნებრივია, მისი ყოველდღიური ხარჯებიც სრულად ანაზღაურდება.

ასე რომ თუკი ცხოველები გიყვართ და გარემოს შეცვლაზეც არ იტყოდით უარს, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები