ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს 15:00 საათზე ჩამოდის. მიშელი მორიგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს, როგორც პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან.

კერძოდ, 15:30 საათზე ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

შესაბამისად, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტს ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა გუშინ მედიატორ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდნენ, დღეს პარლამენტში მივლენ. რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე, ასევე „გირჩის“ ლიდერები.

საღამოს 21:00 საათზე კი გაიმაფრთება სადილი სალომე ზურაბიშვილის სახელით.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გუშინ, 19 აპრილს დააანონსა. Ad desktop banner Ad mobile banner

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები