LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აკეთებდა პუტინი მაშინ, როცა მოსკოვში მასშტაბური აქციები და დაკავებები მიმდინარეობდა [ფოტო/ვიდეო]

208
ruseti putini

მასშტაბური საპროტესტო აქციების დღეს ვლადიმერ პუტინი რუსეთში არ იმყოფებოდა. ქვეყნის ლიდერი მოტოციკლით ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა.

ვლადიმერ პუტინი სევასტოპოლში კლუბ “ღამის მგლების” მიერ ორგანიზებულ ბაიკერთა შოუს დაესწრო.

უკრაინის საგარეო უწყებამ ვლადიმერ პუტინის ჩასვლა სევასტოპოლში რუსული მხარის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევად შეაფასა.

რუსული დაკავება: სპეცრაზმის წევრი აქციის მონაწილე გოგონას მუცელში ურტყამს [ვიდეო]

შეგახსენებთ, მოსკოვის ცენტრში გამოსული დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.

ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციაში 60 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები