LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა: გერმანია 5 000-ამდე ქართველს დაასაქმებს

61
7670dd6d5631fc8aa837b32b91017d88-XL

გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა ფართოვდება. BM.GE-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქებისთვის 2021 წლის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების თავდაპირველი კვოტა ანუ 500, 10-ჯერ გაიზარდა.

BM.GE-ის ცნობითვე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5 000 ერთეულამდე გაზრდას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა ერთიდან სამ თვემდე; სამუშაო დრო: ხუთი-ექვსი დღე კვირაში; რვა-ათი საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები