LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენმა ადამიანმა დატოვა და რამდენი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში- უახლესი სტატისტიკა

396
780-PENSIA

2019 წლის 1-ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანდა 911 897 მონაწილე. აქედან კერძო სექტორში დასაქმებული იყო 737 254, ხოლო საჯარო სექტორში – 211842 ადამიანი. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

„კანონის თანახმად, გარკვეული ასაკობრივი კატეგორიებს ჰქონდათ უფლება დაეტოვებინათ საპენსიო სქემა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც დატოვეს საპენსიო სქემა შეადგენს 162 103-ს. მინდა დავამატო, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად ნულზე დავიდა, სულ რამდენიმე ადამიანი გადის დღის განმავლობაში საპენსიო სქემიდან, სამაგიეროდ კი ჩვენ ყოველდღე გვემატება რვაასიდან ათასამდე ახალი მონაწილე. გასული ადამიანებიდან, კერძო სექტორში მომუშავე არის 119 651, ხოლო საჯარო სექტორში – 42 115 ადამიანი.

სულ ჩართული კერძო კომპანიების რიცხვი 58 811-ია, ფონდის ღირებულება სარგებლის ჩათვლით კი 385 512 760 ლარია, სადაც დარიცხული სარგებელი არის 9 306 555 ლარი. სულ საპენსიო შენატანების მოცულობა შეადგენს 419 929 602 ლარს და ფონდის ერთეულის ღირებულება გახლავთ 10 ლარი და 43 თეთრი“,- განაცხადა სურგულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები