LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენჯერაც შეხვალთ დელფინარიუმში იცოდეთ, რომ თქვენ ხელს უწყობთ მათ წამებას”

4822
8CA21E95-A497-4FE0-9D36-B136F8A23509-1024x683

სოციალურ ქსელში იმ სტრესის შესახებ წერენ, რასაც დელფინი დელფინარიუმში ცხოვრების პერიოდში გადის.

პოსტს,”ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი, ნიკა გურგენიძე აქვეყნებს.

ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

1) დელფინს არ შეუძლია იცოცხლოს მოძრაობის გარეშე. ბუნებრივ არეალში დელფინი საშუალოდ 100 კილომეტრს ფარავს დღეში, ბასეინში ამდენს ვერ გასცურავ.
2) ბუნებრივ არეალში დელფინები ცოცხლობენ 25-დან 50-წლამდე. დელფინარიუმში დელფინების უმეტესობა კვდება დაბადებიდან პირველ ორ წელიწადში. მათი სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელია – 5 წელი.
3) დელფინები ცხოვრობენ ოჯახებად. დაჭერის დროს ზოგიერთი დელფინი კვდება ფსიქოლოგიური შოკის მიღების გამო. ისინი კი, ვინც გადაურჩება სიკვდილს, მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებიან ოჯახთან დაშორების გამო.
4) დელფინები მოძრაობენ ექოლოკაციის დახმარებით. ბასეინში მათი სონარის რევერბერაცია ირეკლება კედლებიდან და ზოგიერთი დელფინი იღებს უდიდეს შოკს.
5) ხშირია ტყვეობაში მყოფი დელფინების თვითმკვლელობა. ისინი შეგნებულად აკეთებენ ყოველ ჩასუნთქვას. როცა უკვე მათვის გაუსაძლისია სიცოცხლე, ისინი უბრალოდ აჩერებენ სუნთქვას.
6) დელფინარიუმებში დელფინებს უკეთებენ ტრანკვილიზატორებს ანტიდეპრესანტების სახით, რათა დელფინმა არ გამოავლინოს აგრესია სტრესის გამო.
7) ბასეინებში სისუფთავეს იცავენ ქლორის, სპილენძის სულფატის და სხვა ქიმიკატების საშუალებით, ამის გამო დელფინების უმეტესობა მოძრაობის დროს ხუჭავს თვალებს, რადგან არ მიიღონ ქიმიური დამწვრობები.
8 ) შიმშილი და მარტო ყოფნა არის დელფინების გაწვრთნის მეთოდი.
9) დელფინებს არ შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ტანჯულად მიუხედავად მათი ამდენი წამებისა, რასაც ისინი განიცდიან ტყვეობაში.
ნუ შეიყვანთ თქვენს თავს ილუზიაში მათი „ბედნიერი” მომღიმარი სახის შემხედვარე.
და რამდენსაც შეხვალთ დელფინარიუმში, იცოდეთ რომ თქვენ ხელს უწყობთ მათ წამებას.“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები