LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე პოლიტიკოსი ცდილობს, საზოგადოებაში პანიკა დათესოს: არჩევნები არ გადაიდება

77
archevneb

სამწუხაროდ, მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა იზრდება. რამდენიმე პარლამენტის წევრი ცდილობს, რომ საზოგადოებაში პანიკა დათესოს. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანაში მაქსიმალური შეზღუდვა იყო, რაც ძალიან სწორია. მისი თქმით, ამჯერად ვირუსთან ბრძოლის აუცილებელი საშუალება არის პირბადე.

”დღეს ვხედავთ, რომ ვირუსთან თანაცხოვრება არის გრძელვადიანი პროცესი. ვაგრძელებთ, წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც გვიწესებენ ეპიდემიოლოგები. დავიცვათ დისტანცია და გამოვიყენოთ პირბადე” , – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ვირუსით ინფიცირების მატება შემცირდეს. თუმცა, მატების მოლოდინი აქამდეც იყო. დღეს კი, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისივე განცხადებით, პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარად მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დაეთესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის“, – ამბობს პრემიერი.

გახარია განმარტავს, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა.

„ეს გლობალური გამოწვევაა. ცალ-ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს ვირუსზე. ამისათვის, ერთობლივი შრომა არის საჭირო”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა განაცხადა, ასევე განაცხადა, რომ არჩევნები არ გადიდება.

„სარჩევნო უბნები ისეთ დონეზე იქნება მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში მაღაზიაში შესვლა უფრო საშიში იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე. ”ერთადერთი პოლიტიკოსებს ვთხოვთ, რომ დავიცვათ დისტანცია და გვეკეთოს პირბადე. მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩავატაროთ არჩევნები”.

დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა პირობა დადო, რომ ყველა ხარვეზი განხილული იქნება და გამოსწორდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები