LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე არასამთავრობო “ენმ”-ის “გონგოა” და მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა – ირაკლი კობახიძე

91
kobaxize

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ „გონგო“, რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა და „ოპგონგოდ“ გადაიქცა, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას.

კობახიძე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ლუსტრაცია საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა და კარგად გამოჩნდა, რომ ისინი კონკრეტულ პარტიასთან არიან აფილირებული.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ბუნებრივია, ეს სწორი არ არის და იმაზე მეტყველებს, რომ არასამთავრობო სექტორი არის სუსტი. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და ნეიტრალურად დააკვირდნენ მოვლენებს. ასეთი განცხადებების ნაცვლად სჯობს, საგნობრივად ისაუბრონ და თავი გაიმართლონ თუ რატომ გადაეფარნენ ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებას. უფრო მეტიც, მათ გვარამიას გამართლება დაიწყეს, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია სწორედ ასეთ განცხადებაზე რეაგირებაა“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძემ დღეს მედიაც გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოში “მედიაგარემო პოლარიზებულია, რაც ხელს უწყობს აგრესიას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები