LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი კომერციული ბანკია საქართველოში – უახლესი სტატისტიკა

773
banking

2019 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ამ მონაცემების მიხედვით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 116.9 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით შემცირდა) და 2019 წლის პირველი მარტისთვის 38.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.5 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები