LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი – ინფორმაცია ჩარიცხვებზე

917
67310262-2276709165710477-2701963045445304320-o

2019 წელს სტუდენტი 28740-ი აბიტურიენტი გახდა. უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა. სახელმწიფო გრანტი კი 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა;

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1335 აბიტურიენტი.

გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - როგორ უნდა ნახოთ ჩარიცხულთა სია

აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა, როგორც პირადი გვერდის, ასევე SMS-ის საშუალებითაც შეეძლებათ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა მხოლოდ 2%-მდე ისარგებლა – სააპელაციო განაცხადი 3 000-მდე აბიტურიენტმა შემოიტანა, მათგან ქულა 648 აპლიკანტს შეეცვალა. ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა. ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო – მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. ყველა ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით

აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები