LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად დაგვაზარალებს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება

289
1

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, თუ რამდენად დაგვაზარალებს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება.

„თუ დავუშვებთ ყველაზე რადიკალურ სცენარს, რომ ივლისიდან საქართველოში რუსი ვიზიტორი საერთოდ აღარ შემოვა, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დააახლოებით 8.3 მილიონი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია.

➡რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი საჰაერო ტრანსპორტით.

➡2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში.

➡პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს.

ყველა ფაქტობრივი სტატისტიკური ინფორმაციის წყარო არის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები