LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ და რომელ ქალაქებში ვიფრენთ საქართველოდან 2019-20 წლებში – ახალი განრიგი დამტკიცდა

173
MW-HE536-airpla-ZH-20190225131547

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცდა ავიაკომპანიების რეგულარული ფრენის განრიგი 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის.

2019 წლის ოქტომბრის ბოლო კვირიდან 2020 წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში რეგულარულად შესრულებული რეისების რაოდენობა 375-ს შეადგენდა. ავიარეისები 2 ქართული და 32 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA winter season 2019-20) განხორციელდება 37 მიმართულებით, ესენია: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დელი, დოჰა, დუბაი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, ლონდონი, მილანი, მინსკი, მიუნხენი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პრაღა, რიადი, რიგა, სტამბოლი, ტაშკენტი, შარმ ელ შეიხი, შარჟა და ხარკოვი. ➡ http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA winter season 2019-20) განხორციელდება 30 მიმართულებით, ესენია: ათენი, ბაზელი, ბარი, ბარსელონა, ბერლინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ეინდჰოვენი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი, მარსელი, მემინგენი, მილანი, ნიცა, პარიზი, პოზნანი, პრაღა, რომი, სალონიკი და ტალინი. ➡ http://www.gcaa.ge/geo/kutaisi.php

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA winter season 2019-20) განხორციელდება 6 მიმართულებით, ესენია: ბაქო, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, მინსკი და სტამბოლი. ➡ http://www.gcaa.ge/geo/batumiout.php

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები