LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული” – რას ამბობს ოპოზიცია და “ქართული ოცნება” მოლაპარაკების მეორე რაუნდის შემდეგ

132
shalva-natelashvili-w-h

ჩვენი პოზიცია უცვლელია, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა. მისივე თქმით, ახლა მთავარია, ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს

„ორივე პროცესი – მოლაპარაკების და სახალხო წინააღმდეგობის უნდა წავიდეს პარალელში და მერე იქნება ხელშესახები შედეგები. “ქართულ ოცნებას” არავითარი წინადადება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო, შეუზღუდავ მმართველად”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ცესკოს გადაწყვეტილებამ დაასრულა საუბარი ხმების გადათვლასთან დაკავშირებით და მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე არჩევნების თარიღი იქნება განხილული.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პოლიტიკურ მხარეეებს შორის დიალოგის რეჟიმი არ დასრულებულა. ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, რა საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგისთვის კარი ღიაა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ამერიკის ელჩთან ერთად, ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები