LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” ყველაზე ერთგულ მედია მხარდამჭერად დასახელდა

173

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” ყველაზე ერთგულ მედია მხარდამჭერად დასახელდა და სპეციალური ჯილდოც მიიღო. აღნიშნული ტიტული „ფორტუნას” ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო „ბიამ“ მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ  „ბიამ“ 16 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ქართული ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო, მოწვეულ სტუმრებს შორის კი „ბიას” ქართველი და უცხოელი პარტნიორები იმყოფებოდნენ. საიუბილეო საღამოზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა, სადაც კომპანიამ ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

სწორედ დაჯილდოებულთა შორის გახლდათ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, რომელსაც სიგელი გადაეცა ნომინაციაში „ყველაზე ერთგული მედია მხარდამჭერი“.

თამარ ჩიგოგიძე: „ბია არის ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვენლოვანი პარტნიორი და მინდა, დიდი მადლობა გადავუხარო მათ ამ დაფასებისთვის, ჩემი გუნდის აღიარებისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია”.

საზეიმო ღონისძიებაზე „ბია”-ს საქმიანობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა კომპანიის დამფუძნებელმა აიეტ კუკავამ. „21-ე საუკუნის სტანდარტებით, რეგიონის ყველა ჩვენს დარგში მომუშავე კომპანიასთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპაში ვართ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე, რაც კონკურენტუნარიანობას ზრდის როგორც ქართული ეკონომიკის, ასევე ქართული ბიზნესების. საბოლოო ჯამში, როდესაც კომპანია გაცილებით ეფექტიანად ღებულობს ინფორმაციას, ნაკლებ რესურსებს ხარჯავს და ეს ეკონომიკაზეც აისახება”, – აღნიშნა აიეტ კუკავამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით კი, „ბია” გახლავთ პლატფორმა, რომლის მთავარი ამოცანაა, ქართული და უცხოური კომპანიების დაკავშირება, ბიზნესის განვითარების კუთხით. „მათ შორის ტურიზმის განვითარების კუთხითაც და ჩვენ გვექნება დამატებითი, ახალი პროექტები, რათა ტურიზმის ფუნქცია კიდევ უფრო კარგად იყოს წარმოჩენილი, საქართველოსა და უცხოური კომპანიების დაკავშირების დროს”, – განმარტა გიორგი ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ, „ბია” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბიზნეს ინფორმაციის შექმნას და დამუშავებას ემსახურება. კომპანია 2002 წელს დაარსდა და 16 წლის განმავლობაში, რეგიონში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ბიზნეს ინფორმაციის დარგის ნოვატორმა და მზარდმა კომპანიამ.

„ბია” ფლობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად ორენოვან ონლაინ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ეკონომიკურად აქტიურ 40 000-ზე მეტ კომპანიაზე.

აღსანიშნავია, რომ „ბია” დარგის ლიდერია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები