რადიოჰოლდინგი “ფორტუნა”, რომელიც ყოველწლიურად არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობს და სხვადასხვა ნომინაციაში იმარჯვებს, ამჯერად,  ტურიზმის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა უმასპინძლა. ეს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაა –  Welcome to Georgia, რომელიც მეოთხე წელია “საქართველოს ბანკის” თანაორგანიზებით ტარდება. სწორედ ამ ღონისძიებაზე, რადიოჰოლდინგი “ფორტუნა”  ტურიზმის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. 

დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 გამარჯვებული გამოვლინდა ამდენივე განსხვავებულ ნომინაციაში, მათ შორის ახალ ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, “H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი – Khetsuriani Trophy.

წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იყო, ორგანიზატორებმა ნამდვილი საიუბილეო საღამო შექმნეს თითოეული სტუმრისათვის, გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით და სხვა მრავალი სიურპრიზით.

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი და საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში, და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება.

უკვე მეხუთე წელია პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. ასევე პროექტის მხარდამჭერია – დაცული ტერიტორიების სააგენტო. გენერალური სპონსორი – „ალიანს ჯგუფი“. დამოუკიდებელი აუდიტორი – „ბიდიო საქართველო“.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები