LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მეტი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება შეზღუდვების

48
122779846-1835562776581618-4610911691538954999-o

“პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად“, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, კლინიკური მართვის ახალი მოდელი ეფექტიანად მუშაობს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების მიუხედავად, პროცესის მართვა წარმატებული იყოს.

„საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენ ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად გვეზრდება, თუმცა ერთ მილიონ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ევროპის ფარგლებში, ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს, ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა“, – აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს წერტილოვანი შეზღუდვების განხორციელებას და განმარტა, რომ პირბადის ეფექტიან ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებას შორის პირდაპირი კავშირია.

„ჩვენ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირბადეების ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. უნდა ვატაროთ პირბადე უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. რაც უფრო მეტი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება წერტილოვანი შეზღუდვების. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, – თქვა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის მეთაურმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და მოუწოდა მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე.

„ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე რომ, ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები