LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მეტ ყავას დალევთ, უფრო დიდხანს იცოცხლებთ – ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები

11293
making-coffee-envat-1280x720

ამბობენ, რომ ყავა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი სასმელია. იგი შეიცავს ასობით სხვადასხვა ნაერთს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

როცა ცხელი წყალი ყავის გრანულებს ერწყმის, მიიღება ანტიოქსიდანტური სითხე. ეს სითხე კი ჟანგვითი პროცესებისგან იცავს თქვენს სხეულს. ითვლება, რომ დაჟანგვა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია დაბერებისა და ბევრი დაავადების საწინდარიცაა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყავა უფრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიდრე ხილი და ბოსტნეული, არამედ ყავის მიღება უფრო მეტად გავრცელებულია საზოგადოებაში.

კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა, ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა და ჩრდილო–დასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ფართომასშტაბურმა კვლევამ, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ნახევარი მილიონი ადამიანი მოიცვა, 38 წლიდან 74 წლამდე ასაკის ადამიანები გამოიკვლია.

The Biobank არის უზარმაზარი კვლევების ლაბორატორია და უფრო მეტადაც ითვლება ვიდრე ჩვეულებრივი ლაბორატორია, რადგან ის კვლევებს, მეცნიერულ ანალიზის შედეგებს და ადამიანების ქცევას ერთმანეთთან აკავშირებს.

კვლევის შედეგები პოპულარულ სამეცნიერო-სამედიცინო ჟურნალში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა, შედეგი იყო საოცარი-ადამიანები, რომლებიც ბევრ ყავას სვამენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ზომიერად ან იშვიათად სვამენ ყავას.

კვლევამ დაადგინა, რომ ყავის მიღება:

  • 20 %-ით ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

  • მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი მცირდება ასევე 20%-ით.

  • ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების რისკი 30% -ით მცირდება.

  • გულის დაავადებების გაჩენის რისკი 5%-ით შემცირებულია.

9 საინტერესო ფაქტი – რა ემართება ორგანიზმს, როცა ყავას სვამთ

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ყავის მოყვარულები ნაკლებად იღუპებოდნენ ინფექციების, დაზიანებების, უბედური შემთხვევების, სასუნთქი სისტემის, დიაბეტის, ინსულტის და გულის დაავადებებისგან.

იმის ალბათობა, რომ „რაც უფრო მეტ ყავას ვსვამთ, უფრო ჯანმრთელები ვართ“ შესანიშნავი ახალი ამბავია მათთვის, ვინც ყოველდღიურად ბევრ ყავას მიირთმევს და ამასთანავე შიშობს, რომ არასწორად იქცევა. საინტერესო სწორედ ესაა. რამდენ ჭიქა ყავის დალევას უწევენ რეკომენდაციას კვლევის ავტორები?

როგორც ისინი წერენ, 4-5 ჭიქა ყავის მიღება დღეში პრობლემას არ წარმოადგენს. 6 ან მეტი ჭიქის მიღება კი სარგებელს ნაკლებად მოგცემთ.

ამასთან, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დღეში 4-5 ფინჯანი ყავის დალევა ასოცირდება ადრეული სიკვდილის რისკის შემცირებასთან.

აქვე გაფრთხილება!

  1. ორსული ქალები უნდა მოერიდონ ყავის მიღებას, რადგან ის კოფეინს შეიცავს, მუცლადმყოფ ბავშვს კი, არ აქვს უნარი კოფეინი გადაამუშაოს.
  2. ყავის დანამატები- შაქარი და კრემები, ყავის სასარგებლო თვისებებს ბლოკავს, რადგან თავად არაჯანსაღი პროდუქტებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები