LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც კი გხვდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანი და ყველა ქვა, ფეხწამოსაკრავი, შენი მასწავლებელია“ – შალვა ამონაშვილი

9882
amonashvili-shalva

„აღზრდის საიდუმლო“ აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლექციაა. „ფორტუნას“ მკითხველი არაერთხელ გაეცნო ამონარიდებს ამ ლექციიდან, სადაც პედაგოგი მასწავლებლის როლზე საუბრობს, აი კიდევ ერთი მათგანი:

“გვიან მივხვდი, რომ მტრები არ არსებობენ საერთოდ, გვიან მივხვდი… მეც ისე ვეჩხუბებოდი ყველას, როგორც მეჩხუბებოდნენ, ისევე ვლანძღავდი, როგორც მლანძღავდნენ. გვიან მივხვდი, რომ ეს მტრები კი არ არიან, შენი მასწავლებლები არიან; ფეხი რომ დაგიდო, იმას კი უნდა რომ ცხვირ-პირი დაიმტვრიო, მაგრამ შენ რომ წაიქეცი, გაკვეთილი გამოიტანე აქედან: სხვა დროს როგორ გაიარო, ვის შეეხო, ვის არ შეეხო, ვის გვერდი აუქციო – გაკვეთილი გამოიტანე! რაც კი გხვდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანი და ყველა ქვა, ფეხწამოსაკრავი, შენი მასწავლებელია.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები