LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც დადის – არა, რაც ფრინავს და ცურავს -კი“ – ქეთი ნემსაძე გვირჩევს, რა ვაჭამოთ ბავშვებს

392
1 (2)

პროფესორი ქეთი ნემსაძე „გლობალმედის პედიატრიული კლინიკის“ ოფიციალურ გვერდზე ბლოგის სახით გვირჩევს, რა ვაჭამოთ პატარებს:

 

„ნუტრიცია, ანუ კვება მხოლოდ ბავშვის გამოკვებას არ გულისხმობს. ეს არის მის განვითარებაზე ზრუნვა და საფუძველი მის მომავალი ჯანმრთელობისთვის . გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა მიხედვით საქართველოში არ არის მძიმე ნუტრიციული პრობლემები, თუმცა ყოველწლიურად იზრდება სიმსუქნის მაჩვენებელი. ეს არ არის მხოლოდ წონის მატება, სიმსუქნე ხდება სხვადასხვა მეტაბოლური პრობლემის გამომწვევი, როგორებიცაა მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი და სხვ. ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ისეთი საკვები, რომელსაც აქვს შაქრის, მარილის და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების მცირე შემცველობა. ბუნება ყველაზე კარგად არეგულირებს ადამიანის კვებას, ბუნებრივი საკები, დედის რძე არ გამოდგება კარაქის გასაკეთებლად, იმიტომ რომ ის ნაჯერ ცხიმებს არ შეიცავს.

ბაღის ასაკის ბავშვების საკვები ჩვეულებრივი ჯანსაღი კვებაა, ეს არის ბალანსირებული საკვები, ცილების, ცხიმების და ნახშირ წყლების სწორი კომბინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია კვების ჩვევების განვითარება. Feeding Development – ნიშნავს ბავშვის კვების ჩვევების განვითარებას. ბავშვებს ავარჯიშებენ კიდევაც, რომ ჯანსაღი საკვების გარჩევა ისწავლონ – მიჰყავთ სუპერმარკეტში, აძლევენ კალათას და იმის მიხედვით, თუ რა საკვებს აარჩევს, ირკვევა, რა განათლება აქვს ჯანმრთელ კვებაზე.

რა არის სასარგებლო საკვები – ცხიმები ცილები და ნახშირწყლები?

სასარგებლო ცხიმები არის მცენარეული ცხიმები, განსაკუთრებით ნუში და ავოკადო, ყველაზე ჯანმრთელი არის თევზის ცხიმი. ცილოვანი პროდუქტები: მცენარეული ცილოვანი პროდუქტები, ლობიო, ბარდა, სოიო ძალიან სასარგებლოა, ხოლო ცხოველური პროდუქტებიდან ძირითადად ქათამი, ინდაური, სხვა ფრინველის ხორცი, კვერცხი და თევზი. არ გაგიკვირდეთ, რომ ამ ჩამონათვალში ძროხის და ხბოს ხორცს არ არის. რეკომენდაცია ასეთია – რაც დადის – არა, რაც ფრინავს და ცურავს -კი. ნახშირწყლები ბავშვებმა მარცვლეულის სახით უნდა მიღონ. უპირატესობა ენიჭება უხეშად დაფქვილი ბურღულეულის ფაფას, რადგან ის შეიცავს ბევრ ცელულოზას. პური, ველური ბრინჯი, ყავისფერი მაკარონი – ეს ყველაფერი უნდა იყოს იმ სახით, რა სახითაც ბუნება გვაძლევს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები